საზოგადოება

საპენსიო სააგენტოს დირექტორი – საპენსიო ფონდში 50 მლნ ლარზე მეტია მობილიზებული

საპენსიო ფონდში 50 მლნ ლარზე მეტია მობილიზებული. როგორც „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა ლევან სურგულაძემ „ვორლდნიუსს“ განუცხადა, ამჟამად სისტემაში 38 000 კერძო კომპანია და 310 000 სახელმწიფოს მიერ დასაქმებულია ჩართული.

„ყველა დეკლარაცია დახურული არ არის, ამიტომ 15 თებერვლამდე ეს მონაცემები შესაძლოა, კიდევ შეცვალოს, თუმცა რადიკალურ ცვლილებას არ ველოდებით. ფონდში არსებული თანხა ამჟამად ნომინალურ ანგარიშებზეა განთავსებული და სარგებლის სახით 5-6% ერიცხება“, -აცხადებს ლევან სურგულაძე.

თეგები
დაწვრილებით

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close