პოლიტიკა

ხატია მოისწრაფიშვილი – საკმარისი იქნება თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 60 თანამშრომელი, ეს გამოჩნდება სამუშაო პროცესში

საკმარისი იქნება თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 60 თანამშრომელი, ეს გამოჩნდება სამუშაო პროცესში, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა “ვორლდნიუსის” კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, დროთა განმავლობაში გამოიკვეთება, საჭიროა თუ არა საშტატო ერთეულის გაზრდა.

“საკმარისი იქნება თუ არა 60 თანამშრომელი, ეს გამოჩნდება სამუშაო პროცესში. ჩვენ ამ ეტაპზე გვქონდა მოცემულობა, რომ ადმინისტრაციაში უნდა დასაქმებულიყო 60 საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამშრომელი. შესაბამისად, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც მომზადდა და შემუშავდა, მოერგო სწორედ ამ მოთხოვნას. ჯერჯერობით ვმუშაობთ ამ მოცემულობით. დროთა განმავლობაში გამოიკვეთება, საკმარისია თუა არა ეს რაოდენობა და ან საჭიროა თუ არა გაზრდა,”- განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

თეგები
დაწვრილებით

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close