მსოფლიოპოლიტიკა

სერგეი ლავროვი – შეერთებულმა შტატებმა ვენესუელასთან მიმართებაში თავისი ქმედებებით თავი მოიჭრა

აშშ-მა ვენესუელასთან მიმართებაში თავისი ქმედებებით თავი მოიჭრა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ თავიდანვე დავუჭირეთ მხარი მექსიკისა და ურუგვაის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებდა პირობების შექმნას ეროვნული დიალოგისთვის ვენესუელას ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილეობით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სერგეი ლავროვის თქმით, „პრეზიდენტმა მადურომ მზაობა გამოთქვა მონაწილეობა მიეღო ამგვარ დიალოგში“.

„ოპოზიციამ უარი განაცხადა ამ შეთავაზებაზე, ვინაიდან მათ ამერიკელი წარმომადგენლები უძღვებიან“, – დასძინა მან.

თეგები
დაწვრილებით

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close