
“სამომავლოდ დაგეგმილი კიბერ-ომისთვის მოსამზადებლად” რუსეთი გეგმავს, გლობალურ ინტერნეტ ქსელს დროებით გამოეთიშოს. ამის შესახებ BBC წერს.
ქსელიდან გათიშვის პეროდში რუსეთის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს შორის გაცვლილი მონაცემები ქვეყნის ფარგლებს არ გაცდება. რუსეთის პარლამენტმა შესაბამისი კანონი, რომელიც აღნიშნულს ტექნიკურად შესაძლებელს გახდიდა, გასულ წელს მიიღო.
ქსელიდან გათიშვა სავარაუდოდ პირველ აპრილამდე მოხდება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.