ექსკლუზივიკრიმინალისამართალი
სასწრაფოდ

ვინ არის ბიზნესმენი, რომელსაც საქმე “ქურდებში გაურჩიეს” – “ქურდული შეკრების” ახალი დეტალები

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­ში ე.წ. “ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში” მო­ნა­წი­ლე 5 პირი და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 27 იან­ვარს ქა­ლაქ თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში მო­ქა­ლა­ქესა და ბიზ­ნეს­მენს შო­რის არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით “ქურ­დუ­ლი შეკ­რე­ბა” გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წევ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

ჩვენი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მელ­საც მო­ქა­ლა­ქემ დავა “ქურ­დებ­ში გა­ურ­ჩია” ჯე­ნე­რი მეს­ხი­აა. იგი შპს “აპო­ლოს” 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია. მას მო­ქა­ლა­ქე მე­რაბ კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­თან დავა, სა­ვა­რა­უ­დოდ, თან­ხას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჰქონ­და, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბაც კა­ჭ­კა­შიშ­ვილ­მა “ქურ­დებს” სთხო­ვა.

“ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში” კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წევ­რე­ბი: ირაკ­ლი მო­საშ­ვი­ლი, ლაშა სირ­ბი­ლა­ძე, ირაკ­ლი რი­ჟა­მა­ძე და შაქ­რო ქა­რე­ლიშ­ვი­ლი.

ამა­ვე შეკ­რე­ბა­ში, ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ჩა­ერ­თო 2016 წლი­დან ინ­ტერ­პო­ლის მიერ ძებ­ნი­ლი, ქარ­თვე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი სულ­ხან ჯა­ფა­რი­ძე (წარ­სულ­ში სულ­ხან თვა­ლჭ­რე­ლი­ძე), რო­მელ­მაც თა­ვი­სი კრი­მი­ნა­ლუ­რი გავ­ლე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით მხა­რე­ებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა ქურ­დუ­ლი წე­სე­ბით გა­და­წყვი­ტა.

სულ­ხან ჯა­ფა­რი­ძე

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ქურ­დუ­ლი შეკ­რე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა გან­ხორ­ცი­ელ­და. პო­ლი­ცი­ამ 5-ვე პირი მიმ­დი­ნა­რე წლის 11 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში და­ა­კა­ვა, მათ 6-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ. ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნილ ქარ­თველ ე.წ. “კა­ნო­ნი­ერ ქურდ” სულ­ხან ჯა­ფა­რი­ძეს კი ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნე­ბა.

პო­ლი­ცი­ამ თბი­ლის­ში, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის და ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ჩხრე­კი­სას ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო სხვა­დას­ხვა ტი­პის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა, რომ­ლებ­ზეც და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის“, „ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის“ და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 223-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, 223-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, 223-ე სე­კუნ­და მუხ­ლით და 223-ე ტერ­ცია მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“-გა­ნა­ცხა­და კახა სა­ბა­ნა­ძემ.

თეგები
დაწვრილებით

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close