ჯანმრთელობა
სასწრაფოდ

ინსულინის ინექციას აბები ჩაანაცვლებენ

  • დიაბეტიკებს ინსულინის ინექციის საჭიროება აღარ ექნებათ
  • ინსულინი ორგანიზმში სპეციალური კაფსულის საშუალებით მოხვდება

ამერიკელი მეცნიერების გამოგონება დიაბეტით დაავადებულს შესაძლებლობას მისცემს ინსულინის რეგულარი ინექცია არ გაიკეთოს. რეგულარული ინექციების ნაცვლად სავსებით საკმარისი იქნება პერორალურად სპეციალური კაფსულის მიღება. კაფსულაში განთავსებულია აბი, რომლის მიღების შემდეგაც პაციენტისთვის საჭირო ინსულინის დოზა ორგანიზმში მოხვდება. კვლევის შედეგები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის საიტზე გამოქვეყნდა.

თავდაპირველი ექსპერიმენტით  დადგინდა, რომ კაფსულას აქვს შესაძლებლობა ორგანიზმში 300 მკგ ინსულინი შეიყვანოს. მოგვიანებით მეცნიერებმა ეს დოზა კიდევ უფრო გაზარდეს. პროექტზე მომუშავე ჯგუფის შეფასებით, ამ კაფსულის გამოყენება ასევე შესაძლებელია ორგანიზმში სხვა პრეპარატების შესაყვანად, რომლებიც  დღეს ინექციის სახით კანქვეშ შეყავთ.

თეგები
დაწვრილებით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close