საზოგადოებაჯანმრთელობა
სასწრაფოდ

ᲡᲐᲙᲕᲔᲑᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲡ ᲑᲔᲓᲜᲘᲔᲠᲡ ᲮᲓᲘᲡ

  • ბოსტნულის და ხილის რაციონი ადამიანის ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს
  • ბრიტანელი მეცნიერების კვლევაში 40 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა

ბრიტანელმა მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც 40 ათასი ადამიანის კვების რაციონს შვიდი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.  კვლევის შედეგები ლიდსის უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნდა. ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ საკვები ფსიქიკაზე პირდაპირ მოქმედებს. ბოსტნეულის და ხილის ყოველდღიურად მიღების შემთხვევაში ადამიანის განწყობა პოზიტიურისკენ იცვლება.

იმისათვის, რომ შედეგები მიუკერძოებელი ყოფილიყო, მეცნიერთა ჯგუფი განიხილავდა ალტერნატიულ ფაქტორებს, როგორიცაა ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეების ასაკი, განათლება, შემოსავალი, ოჯახური მდგომარეობა, ცხოვრების წესი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც, საბოლოო შედეგი ასეთი: მას ვინც, ხილით და ბოსტნეულით რეგულარულად იკვებება, უფრო მყარი ფსიქიკა აქვს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს ადამიანები უფრო ბედნიერად გამოიყურებიან და  ცხოვრებით კმაყოფილი არიან.

ცნობილია, რომ ფიზიკური დატვირთვები დადებითად მოქმედებს ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე. დეპრესიაში ჩავარდნილებს ხშირად ვარჯიშს და სხვა სახის ფიზიკურ აქტივობებს უნიშნავენ. ექსპერიმენტის ავტორები ერთგვარ პარალელს ავლებენ ფიზიკურ აქტივობასა და ჯანსაღი კვების რაციონს შორის. კვლევის თანახმად, ერთი თვის განმავლობაში ბოსტნეულის და ხილის მიღება ჯანმრთელობისათვის დაახლოებით ისეთივე ეფექტს იძლევა, როგორც  8 დღის განმავლობაში ფიზიკური აქტივობა.

თეგები
დაწვრილებით

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close