კარგად დაფიქრდი, სანამ ისკუპებ: „ფინანსური პირამიდა“, ანუ შეიტანო თუ არ შეიტანო?!

კარგად დაფიქრდი, სანამ ისკუპებ: „ფინანსური პირამიდა“, ანუ შეიტანო თუ არ შეიტანო?!
Загрузка...
მოსახლეობა იძარცვება!... "ფინანსური პირამიდის" ეპოქა კვლავ დაბრუნდა ჩვენში!... როგორ დავძლიოთ "იოლი ფულის" შოვნის სურვილი?!...
ვერაფრით წარმოვიდგენდი თუკი გასული საუკუნის 90-ანი წლების შემდეგ, როცა „იოლი ფულის“ შოვნის სურვილით შეპყრობილი, ათასობთ ჩვენი თანამოქალაქე საეჭვო რეპუტაციის მქონე საფინანსო კომპანიების თაღლითობას ემსხვერპლა, ე.წ „ფინანსური პირამიდების ეპოქა“ ჩვენში კვლავ დაბრუნდებოდა… არადა სწორედ ასეა!… ბოლო პერიოდში საფინანსო კომპანიებმა მოქალაქეებს დაახლოებით 100 მილიონი დოლარი გამოსძალეს… სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს თანხა გაცილებით დიდია. „გადამგდებ“ საფინანსო კომპანიებს არ ჩამოვთვლი, მკითხველს უსათუოდ ეცოდინება. ვინც არ იცის ადვილად მოიძიებს. ერთი სიტყვით, წარსულის მწარე გამოცდილება ისტორიას ჩაბარდა… დასკვნა ერთია — საზოგადოების ინსტიტუციური მეხსიერება მოკლეა!…


ფინანსური დანაზოგის გაკეთება და შემოსავლების გაზრდა, ალბათ, თითოეული მოქალაქის სურვილია. ეკონომიკური კეთილდღეობის მისაღწევად ჩვენ სხვადასხვა გზას მივმართავთ. ფინანსური შემოსავლების გაზრდის ერთ-ერთი საშუალება ანაბარია, რომელსაც კომერციულ ბანკებსა თუ საფინანსო კომპანიებში ვათავსებთ. ხშირად კი, როცა ანაბარს ისეთ საფინანსო კომპანიაში ვაბანდებთ, რომელსაც არ არეგულირებს ეროვნული ბანკი, ხოლო ჩვენ მიზიდვას მაღალი საპროცენტო განაკვეთით ცდილობენ, დგება რისკი როცა ჩვენ შესაძლოა ე.წ. „ფინანსურ პირამიდაში“ გავებათ…

ფინანსური პირამიდის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი საეჭვოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთია. კომპანია წინასწარ გეგმავს მომხმარებლების თანხის მითვისებას, ის კლიენტებს საბაზროზე რამდენჯერმე მეტ სარგებელს ჰპირდება. პირამიდა ადრე თუ გვიან იშლება, მომხმარებელი არაფრის გარეშე რჩება… სპეციალისტებისა და ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით საფინანსო კომპანიების თაღლითობისგან მოსახლეობის დასაცავად არავინ არაფერს აკეთებს, თუ არ ჩავთვლით საინფორმაციო განცხადებებს, რითაც ქვეყნის ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს ამ ტიპის კომპანიებში თანხის დაბანდებისგან თავი შეიკავონ… ამასობაში კი საეჭვო რეპუტაციის ფინანსური ორგანიზაციები აგრძელებენ მოსახლეობისგან თანხის მითვისებას. ქსელური მარკეტინგის პრინციპით მომუშავე კომპანიები ქართულ ბაზარს ისე მოედვნენ, რომ მათი მხილება და საზოგადოების გაფრთხილება, არ გახდნენ თაღლითობის მსხვერპლი, შესაძლოა, დაგვიანებულიცაა. საეჭვო რეპუტაციის კომპანიების გააქტიურებას ანალიტიკოსთა ნაწილი მოსახლეობის ფინანსური განათლების დაბალ დონეს უკავშირებს.


ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი: „ჩვენ უკვე გვაქვს ცუდი გამოცდილება, მაგრამ ადამიანები მაინც ვერ ამბობენ „იოლი ფულის“ ცდუნებაზე უარს. ზარალი კი საკმაოდ დიდი ოდენობისაა. ფინანსური განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან დაბალი. ფაქტის გამოვლენამდე კონკრეტულ ორგანიზაციებს, იქნება ის ფინანსური პოლიცია თუ ეროვნული ბანკი, სანქციების დაწესება არ შეუძლიათ. მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, სანამ არ გვეყოლება პირველი დაზარალებული, ეს სქემა ფინანსურ პირამიდად არ მიიჩნევა. ამიტომ ორგანიზაციის რღვევის დაწყებამდე კონკრეტული კომპანიის საქმიანობაში ჩარევა არ ხდება… უნდა გავაცნობიეროთ, რაც უფრო მაღალ სარგებელს გვთავაზობს კომპანია, მით უფრო მეტი რისკია, განსაკუთრებით, როცა საუბარია სარგებლის გაცემაზე 35 პროცენტის ფარგლებში. ეს წარმოუდგენელია და უკვე ბადებს ეჭვს, რომ კომპანია არაკეთილსინდისიერ საქმიანობას ეწევა“

ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი არ ნიშნავს გამართულ ბიზნესს. მოსახლეობის ინფორმირების კამპანია ამ ეტაპზეც გრძელდება, მაგრამ უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო. როგორც ეროვნული ბანკი, ასევე მედიასაშუალებებიც ხშირად საუბრობენ სახიფათო ბიზნესის თაობაზე. ეს თავისთავად გაფრთხილებაა ახალი მომხმარებლების, რომ არ შეიტანონ მსგავს კომპანიებში დანაზოგი.


სპეციალისტების განმარტებით ყველა ქვეყანაში ფინანსური პირამიდის სქემით საქმიანობა კრიმინალიზებულია და დასჯადი, მაგრამ კომპანიის მხილება რთულია, სანამ კონკრეტული ფაქტი არ გამოაშკარავდება. როგორც წესი, ფინანსური პირამიდით დაკავებული კომპანიების აღმოჩენა რთულია. ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ არის დარეგისტრირებული. უკანონო სამეწარმეო საქმიანობა კი სისხლის სამართლის დანაშაულია. არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, მსგავსი საფინანსო კომპანიების საქმიანობის პრევენცია შეუძლებელია, რადგან სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ თაღლითობის გამოვლენისას იწყება.

ანალიტიკოსის თქმით, პრობლემა იმ არასწორი რეგულაციების შედეგია, რომელიც ეროვნული ბანკის კანონში არის წარმოდგენილი. მათი შეფასებით, ამ მიმართულებით პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, ფინანსური პირამიდების არსებობის რისკები საფუძველშივე უნდა აღმოიფხვრას…

ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი: „ასე გაგრძელება არ შეიძლება. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ეროვნული ბანკი კომპანიას რეგულირების ქვეშ მხოლოდ მას შემდეგ აქცევს, რაც იურიდიული პირი (გარდა კომერციული ბანკისა), ფინანსურ სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე მეტი ფიზიკური პირისაგან, ან იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირებისაგან მოზიდული სახსრების ოდენობა ხუთ მილიონ ლარს აღემატება. ამ შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, გაიაროს რეგისტრაცია ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს მის მიერ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისთვის დადგენილი მოთხოვნები…“


სპეციალისტები განმარტავენ, რომ მსგავსი ლოგიკურად აუხსნელი რეგულაციები ქაოტურად არის დაწესებული და არანაირ გათვლებს არ ეფუძნება. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თავად ეროვნული ბანკის მთავარ პრინციპს, დაიცვას მეანაბრეთა და კრედიტორთა უფლებები. მათივე მოსაზრებით ზღვრები საერთოდ უნდა გაუქმდეს და იურიდიული პირი, რომელიც გადაწყვეტს ანაბრების მიღებას, მყისიერად უნდა ექცეოდეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ. აღნიშნული ცვლილებებით მეანაბრეები პოტენციური რისკებისგან დაზღვეული იქნებიან. ანუ ირკვევა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, კანონის მოუქნელობა და კანონში დარჩენილი ხვრელებია, რომლითაც თაღლითური სქემით მომუშავე კომპანიები სარგებლობენ. საფინანსო კომპანიები, რომლებიც მოქალაქეებს მომგებიანი პირობებით თამასუქებს სთავაზობენ ქვეყნის მთავარი ბანკის რეგულირების მიღმა არიან. აქვე გაცნობებთ, რომ პარლამენტში უკვე შესულია მთავრობის და ეროვნული ბანკის საკანონმდებლო ინიციატივა, რაც კომპანიებზე ეროვნული ბანკის ზედამხედველობის გამკაცრებას ითვალისწინებს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში აცხადებენ, რომ პროცესი მომავალი წლის იანვრიდან დაიწყება და ეს იქნება ფინანსური პირამიდისგან მოსახლეობის დაცვის ეფექტური მექანიზმი.

ერთი სიტყვით, მოსახლეობის ინფორმირება მომავალშიც გაგრძელდება, კანონმდებლობაში კი ცვლილებები შევა, თუმცა საკუთარ ფინანსების განკარგვაზე მთავარი პასუხისმგებლობა თავად გვეკისრება!… ახლა, დასმულ კითხვას თავად ვუპასუხებ — უნდა შეიტანო იქ, საიდანაც შემდეგ გამოიტან! თუ ვერ შეისმენ, როცა „გადაგაგდებენ“ სახელმწიფოს კომპენსაციას ნუ მოთხოვ!скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
loading...
მსგავსი სიახლეები

გააკეთეთ კომენტარი

რეიტინგული სიახლეები
  1. ჭიჭიკია ახალი მერსედესით თავაწყვეტილი გარბის :D კვირის საუკეთესო ანეკდოტი
  2. დუკანის ''ექსპრეს დიეტა'' – საფეხური
  3. “შესაძლოა, დამიჭირონ, ქვეყნიდან გამაძევონ, ან მომკლან” – დაპირისპირება სააკაშვილის მიტინგზე
  4. დღის ანეგდოტი! შარვალ-კოსტუმიანი გურული
  5. გარემოს ეროვნული სააგენტო! 16 ოქტომბრის მოსალოდნელი ამინდის განცხადებას ავრცელებს
  6. ცხარე და სურნელოვანი მეგრული კუჭმაჭი
  7. იუმორისტმა სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგა და დაეცა - როდის განახლდება „ვანოს შოუ“
  8. უჩა ნანუაშვილი: 44 სათამაშოდან, 21 უსაფრთხო არ არის...ეს სათამაშოები ბავშვებისთვის არის მავნე
  9. გიჟური "მადონინა" და მაურო იკარდის შოუ(+video)
  10. მდინარე ოღასყურის ადიდების შედეგად, ქუთაისში ბუხაიძის ქუჩა დაიტბორა
გამოკითხვა

მოგეწონათ საიტი


 
«    ოქტომბერი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
სხვა ამბები
ლოგიკური ამოცანა, რომელსაც თქვენ დახმარების გარეშე ვერ ამოხსნით
ლოგიკური ამოცანა, რომელსაც თქვენ დახმარების გარეშე ვერ ამოხსნით
ინეტნრეტ მოხმამერლბის მხოლოდ 10%-მა შეძლო ამ თასვტახეის ამხონსა! - თქვენ შელძბეთ?
ინეტნრეტ მოხმამერლბის მხოლოდ 10%-მა შეძლო ამ თასვტახეის ამხონსა! - თქვენ შელძბეთ?
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? ამას მხოლოდ ადამიანების 1% ხვდება!
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? ამას მხოლოდ ადამიანების 1% ხვდება!
უმარტივესი თავსატეხი, რომელსაც უყურადღეობის გამო უმეტესობა ვერ ამოხსნის!
უმარტივესი თავსატეხი, რომელსაც უყურადღეობის გამო უმეტესობა ვერ ამოხსნის!
აირჩიეთ კარტი და გაიგეთ რა გელოდებათ მომავალში!
აირჩიეთ კარტი და გაიგეთ რა გელოდებათ მომავალში!
ამ დავალების ამოხსნა, მხოლოდ განსაკუთრებული აზროვნების ადამიანებს შეუძლიათ! - შენ შეგიძლია?
ამ დავალების ამოხსნა, მხოლოდ განსაკუთრებული აზროვნების ადამიანებს შეუძლიათ! - შენ შეგიძლია?
რა გელით მომავალში?
რა გელით მომავალში?
აირჩიეთ ერთ-ერთი ფოტო და შეიტყვეთ მეტი საკუთარ თავზე 99%
აირჩიეთ ერთ-ერთი ფოტო და შეიტყვეთ მეტი საკუთარ თავზე 99%
პიროვნების ტესტი - რა დაინახეთ ფოტოზე პირველად, გაიგეთ თქვენზე უფრო მეტი
პიროვნების ტესტი - რა დაინახეთ ფოტოზე პირველად, გაიგეთ თქვენზე უფრო მეტი
აირჩიეთ სახლი და გაიგეთ, როგორ გამდიდრდებით
აირჩიეთ სახლი და გაიგეთ, როგორ გამდიდრდებით