დასახელდა მოზარდების სისხლიანი გარჩევის ოფიციალური მიზეზი!

დასახელდა მოზარდების სისხლიანი გარჩევის ოფიციალური მიზეზი!
Загрузка...
ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლასთან მომხდარი მასობრივი ჩხუბი პნევმატური იარაღის გამო მოხდა, ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევა პარასკევს მოხდა. მძიმედ დაიჭრნენ 16 წლის მოზარდები ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე — მეორე დღეს, რეანიმაციის განყოფილებაში.

საქმის მასალებიდან დგინდება, რომ პარასკევს, დილით შესვენებაზე საპირფარეშოში ორ მეცხრეკლასელს — თ.ჩ.-ს და ა.ს-ს დახვდა ექვსი მეთერთმეტეკლასელი, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა. ამან მეცხრეკლასელების უკმაყოფილება გამოიწვია, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გარდა ამისა, ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მათ უთხრა, რომ გაკვეთილების შემდეგ ორივეს სკოლის გარეთ შეხვდებოდნენ. მეცხრეკლასელმა ა.ს.-მ დაურეკა თავის არასრულწლოვან ნათესავს და დახმარება ითხოვა, რადგან მისი „დამჩაგრავები“ მასზე უფროსები იყვნენ.

იმავე დღეს, დღის საათებში სკოლასთან მეცხრეკლასელის ნათესავი მივიდა. სკოლასთან ასევე მეთერთმეტეკლასელები და 15-მდე მათი მომხრე იმყოფებოდა.

მომხდარში გასარკვევად კონფლიქტის მონაწილეებმა ხორავას ქუჩაზე გადაინაცვლეს და ერთ-ერთ ეზოში შევიდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაზარდა. ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ დავით სარალიძეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მეორე ბრალდებულმა ლევან დადუნაშვილს მკერდისა და ფეხის არეში დანით ორი ჭრილობა მიაყენა.

ორივე ბრალდებული მიიმალა.

მომდევნო დღეს სამართალდამცველებმა დადუნაშვილის სავარაუდო მკვლელი დააკავეს. მას უკვე ოფიციალურად წარედგინა ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), რაც თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ანალოგიური მუხლით დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება მეორე ბოროტმოქმედს, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობები სალარიძეს მიაყენა.

პირველი სასამართლო მოსმენის თარიღი უცნობია, თუმცა პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიების პერიოდში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვენ.

რაც შეეხება მკვლელობების იარაღებს, პროკურატურის ინფორმაციით, დანა, რომლითაც მოკლულია სალარიძე, დანაშაულის ადგილზეა ამოღებული, ხოლო დანა, რომლითაც დადუნაშვილია მოკლული, პოლიციაში მიიტანა მოწმემ, რომელიც ინციდენტის მონაწილე იყო.
დანა მას გადასცა ბრალდებულმა და მისი გადამალვა სთხოვა.

მომხდარიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძებნილის მშობელი პროკურატურის თანამშრომელია და ის შეიძლება გამოძიებას არ გადასცენ.

პროკურატურაში აღნიშნულ ინფრომაციას უწოდებენ ტყუილს, რომელიც მიმდინარე საგამოძიებო პროცესის დისკრედიტაციას ემსახურება.
„უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების, გ.ჯ-ს და გ.ბ-ს არცერთი ოჯახის წევრი ანდა ახლო ნათესავი არ არის პროკურატურის მუშაკი. აღნიშნული სიცრუის გავრცელებით გარკვეული ჯგუფი დაინტერესებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და განზრახ ცდილობს პროკურატურის და მიმდინარე საგამოძიებო პროცესის დისკრედიტაციას“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ პროკურატურაში მხოლოდ ინციდენტის მონაწილე ა. ს.-ის მშობელი მუშაობს. ის 2014 წლიდან ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობს.

„დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, არც აღნიშნულ გამოძიებასთან და არც სხვა რომელიმე გამოძიებასთან, არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება, რომ ჰქონდეს. ასევე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩამდენი პირის ნათესაური კავშირი პროკურატურის მუშაკთან ვერცერთ საქმეზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მიმდინარე გამოძიებაზე და მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს“, — აღნიშნულია განცხადებაში.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ნებისმიერი პროკურორი, რომლის მიმართაც შესაძლებელია არსებობდეს კითხვები გარკვეულ პირად მოტივებთან დაკავშირებით, იქნება აცილებული სისხლის სამართლის საქმიდან.

скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
loading...
მსგავსი სიახლეები

გააკეთეთ კომენტარი

რეიტინგული სიახლეები
  1. როგორ ეხმაურებიან "მის საქართველო 2017"-ს სოციალურ ქსელში - "ცხვირი საქართველოდან არ გააყოფინოთ ხალხო"
  2. მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი: 11-17 დეკემბერი
  3. მიხეილს ციხეში არავინ გააჩერებს.. მხოლოდ საქართველოში სხვისი უბედურება გიხარიათ”
  4. “პოროშენკოს უინტელექტო თავში მოფიქრებული ბრალდება, მისი და ივანიშვილის საქმე მაინც დამთავრდება” – შალვა ნათელაშვილი
  5. პატრიარქის 10 ფრაზა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეთ!
  6. მშობლების საყურადღებოდ! ინტერნეტში ახალი თამაში ვრცელდება - გაიქეცი ან მოკვდი
  7. შოკოლადის მომზადება სახლშიც შეგიძლიათ – გემრიელი რეცეპტი შოკოლადის მოყვარულთათვის!
  8. ბიჭო, ჯანმრთელ ხალხს აინვალიდებდით და სააკაშვილის სიცხეა ახლა აპოკალიფსი?” – ნინო ლაბარტყავა
  9. მე სოფლელი ვარ! ძროხაც მომიწველია და მოვწველი კიდეც!... ქართველი გოგოს პოსტი, რომელმაც ყველას ყურადღება მიიქცია
  10. მამა გიორგი (რაზმაძე): ვინ იცავდა და მფარველობდა მიხეილ სააკაშვილს თავის დანაშაულებრივ გარემოცვასთან ერთად?! ვინ აცხადებდა: ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ლგბტ-ების უფლებები მსოფლიოში დაცული იყოსო?! ესენი არიან ჩვენი მეგობრები?!
გამოკითხვა

მოგეწონათ საიტი


 
«    დეკემბერი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სხვა ამბები
ლელა კაკულია -
ლელა კაკულია - "ფრთხილად! დედამიწა იცვლება... მდინარეებიც იცვლიან კალაპოტს. ზოგი საერთოდ გაქრება - განსაკუთრებით ცუდ დღეში, ამერიკა ჩავარდება"
ამ IQ ტესტის გავლა 1000 მომხმარებლიდან მხოლოდ ერთმა შეძლო – თქვენ გამოგივათ?
ამ IQ ტესტის გავლა 1000 მომხმარებლიდან მხოლოდ ერთმა შეძლო – თქვენ გამოგივათ?
მხოლოდ 10-დან 1 ადამიანს შეუძლია დაინახოს აქ დაფარული გამოსახულება
მხოლოდ 10-დან 1 ადამიანს შეუძლია დაინახოს აქ დაფარული გამოსახულება
საზოგადოება ნოვოსიბირსკში გახსნეს კაპსულა,რომლის წაკითხვაც 2017 წელს დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 100 წლისთავზე იყო დაგეგმილი
საზოგადოება ნოვოსიბირსკში გახსნეს კაპსულა,რომლის წაკითხვაც 2017 წელს დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 100 წლისთავზე იყო დაგეგმილი
სენსაციური აღმოჩენა: ხეოფისის პირამიდაში დაცვის სისტემა და საიდუმლო ოთახია ნაპოვნი
სენსაციური აღმოჩენა: ხეოფისის პირამიდაში დაცვის სისტემა და საიდუმლო ოთახია ნაპოვნი
რა დაინახეთ სურათზე პირველად?- საინტერესო ტესტი
რა დაინახეთ სურათზე პირველად?- საინტერესო ტესტი
კითხვა, რომელზეც აინშტაინი 15 წამში პასუხობდა, ხოლო ოქსფორდის ერთერთმა სტუდენტმა 20 წამში უპასუხა
კითხვა, რომელზეც აინშტაინი 15 წამში პასუხობდა, ხოლო ოქსფორდის ერთერთმა სტუდენტმა 20 წამში უპასუხა
აირჩიეთ სანთელი და ჩვენ გეტყვით თუ რა გაკლიათ ცხოვრებაში!
აირჩიეთ სანთელი და ჩვენ გეტყვით თუ რა გაკლიათ ცხოვრებაში!
აღმოჩენილია უზარმაზარი ნეფრიტის ქვა,რომლის ფასი 140 მილიონი დოლარია
აღმოჩენილია უზარმაზარი ნეფრიტის ქვა,რომლის ფასი 140 მილიონი დოლარია
ლოგიკური ამოცანა, რომელსაც თქვენ დახმარების გარეშე ვერ ამოხსნით
ლოგიკური ამოცანა, რომელსაც თქვენ დახმარების გარეშე ვერ ამოხსნით