ემიგრანტი ქალის წერილი განათლების მინისტრს: “…ამას ათიათასობით უდედოდ დარჩენილი შვილი წაიკითხავს და იტირებს”

ემიგრანტი ქალის წერილი განათლების მინისტრს: “…ამას ათიათასობით უდედოდ დარჩენილი შვილი წაიკითხავს და იტირებს”
Загрузка...
ქუთაისელი ჟურნალისტი ლელა თოლორდავა, რომელიც ამჟამად ემიგრაციაში, იტალიაში იმყოფება, განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს. ეს ემიგრანტი დედის მეორე წერილია განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელისადმი, რომელშიც სკოლებში არსებულ პრობლემებსა და განათლების სისტემის ხარვეზებზე წერს:

“ღია წერილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს!!!

ბატონო მინისტრო, გეთანხმებით, რომ სკოლაში უნდა შეიქმნას უსაფრთხო გარემო, თქვენს ამ ინიციატივას ერთხმად დაუჭერს მხარს ყველა მშობელი. ამ პრობლემის მოგვარებისთვის მანდატურის სამსახურის გაძლიერება და ფსიქოლოგების ჩართვაც მნიშვნელოვანია.მაგრამ ბატონო მიხეილ, კორუფციას როდის აღმოფხვრით სკოლებში, როდის?! რატომ ერთი სიტყვით არ ახსენეთ ეს თემა?! რამდენიმე დღის წინ ღია წერილით მოგმართეთ და ღიად დავადანაშაულე თქვენი სამინისტრო, რომ სამშობლოდან ჩემი და ათიათასობით დედის გადახვეწაშია დამნაშავე. თუ რატომ, ესეც აგიხსენით. მაგრამ ბუნდოვანი პასუხის მეტი ვერაფერი მივიღე… მე რომ მინისტრი ვიყო, იმ ღია წერილის ავტორ ემიგრანტ დედას აუცილებლად დავურეკავდი და ვანუგეშებდი და ეს მარტო ერთი შვილებსმონატრებული დედის ნუგეში კი არა, ყველა ემიგრანტი დედის ნუგეში იქნებოდა, სამშობლოში უდედოდ მიტოვებულ ყველა შვილს იმის იმედს ჩაუსახავდა, რომ დედა მალე დაუბრუნდებოდა… ამ ყველაფრის დაწერას ჩემი ნონნოს ძილში ვასწრებ, ტელეფონზე ვკენკავ ტექსტს და ვტირი, იცით რატომ?!

ამას ჩემი შვილებიც წაიკითხავენ და იტირებენ, ამას ათიათასობით უდედოდ დარჩენილი შვილი წაიკითხავს და იტირებს და ნამტირალები თვალებით ხვალ დილით წავლენ თქვენი სამინისტროს რწმუნების ქვეშ მყოფ საჯარო სკოლებში.ბატონო მინისტრო, გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, ასეთ მოსწავლეებს რომელი ფსიქოლოგი და მანდატური დაამშვიდებს?! დედის ჩახუტების მეტი არაფერი არ უშველის, დამერწმუნეთ!!!ბატონო მიხეი , კი არ გთხოვთ, მოვითხოვ, სასწრაფოდ მიიღეთ გადაწყვეტილება და აუკრძალეთ საჯარო სკოლის პედაგოგებს თავისივე მოსწავლეების მომზადება, და მოთხოვეთ ჩაატარონ გაკვეთილები ისე, როგორც ამას კანონი ავალდებულებთ. მოიწვიეთ სკოლის დირექტორების საგანგებო თათბირი და დაავალეთ ამ საკითხის უსწრაფესად მოგვარება. დამერწმუნეთ, ყველა დირექტორმა იცის, რას მოღვაწეობს თავისი სკოლის პედაგოგები!!! ყველა დირექტორმა იცის, სად ცხოვრობს (ან სად აქვს ნაქირავები ოთახები) თავისი სკოლის მასწავლებლები და არ გაუჭირდება “საშინაო სკოლების” გამოვლენა.

მკაცრად გააკონტროლეთ სკოლები ამ მხრივ, თუ გამოვლინდება მომზადების ფაქტი, დაატოვებინეთ სკოლა პირველ რიგში დირექტორს.ბატონო მინისტრო, გამოგიტყდებით, მე ბევრად მცირე მეგონა საჯარო სკოლის მასწავლებლების გასამრჯელო, გაოცება ვერ დავფარე როცა გავიგე, რომ გამოცდაჩაბარებული პედაგოგები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებენ. და ის კატეგორია, ვინც თავის საგანში ვერ ჩააბარა გამოცდა, რატომ უნდა ასწავლიდეს ჩვენს შვილებს?! პატივს ვცემ მხოლოდ პროფესიონალიზმს!!!ბატონო მიხეილ, მე საქართველოს მოქალაქე ვარ, ათიათასობით გადმოხვეწილი დედა საქართველოს მოქალაქეა, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, ვიცოდეთ, რატომ იყრება წყალში ჩვენი ფული?! ამ შემთხვევაში საქართველოს ბიუჯეტს ვგულისხმობ. საქართველო ხომ ყველა მოქალაქეს თანაბრად გვეკუთნის?! და თქვენ და მთავრობაში მყოფ თანამოქალაქეებს თუ გამოგიცხადეთ ნდობა და გიხდით მაღალ ხელფასებს, მხოლოდ იმიტომ, რომ თვალყური ადევნოთ ქვეყნაში კანონის უზენაესობას. მე და უამრავი ემიგრანტი დედა მიგითითებთ, რომ სკოლებში კორუფციაა გამეფებული, თითებზე ჩამოსათვლელიღა დარჩა ღირსეული სკოლა.

მიგითითებთ, რომ სკოლაში სახელმწიფო ფული იფლანგება, მეთორმეტე კლასს ვგულისხმობ, იშვიათი გამონაკლისის გარდა არ ტარდება გაკვეთილები მეთორმეტე კლასში, იმიტომ რომ ამ დროს აბიტურიენტები რეპეტიტორებთან არიან. არ ტარდება გაკვეთილები სხვა კლასებშიც, “თუ არ გინდათ სწავლა, ამ ჩემს წინა კბილებსო” – ასე ეუბნება მოსწავლეებს ჩემი შვილის მასწავლებელიო, ერთმა ემიგრანტმა დედამ მომწერა. სკოლაში გაკვეთილის ახსნა ეზარება, რადგან კარგი მოსწავლეები მასთან სახლში დადიანო… ათასი მაგალითის მოყვანა შეიძლება, დროში რომ არ ვიყო შეზღუდული…ბატონო მინისტრო, მომავალი ეღუპება ჩვენს ქვეყანას!!! საჯიშე ბიჭები ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. დღე არ გავა შემზარავი ამბის მომსწრენი არ ვიყოთ. სიყვარულის დეფიციტია ქვეყანაში!!!! უდედოდ იზრდება თაობები!!!! უდედოდ გაზრდილი თაობა, დამერწმუნეთ, უკეთეს ქვეყანას ვერ ააშენებს!!!ბატონო მინისტრო, ბოლოს ისევ თქვენ განცხადებას დავუბრუნდები.

ვერც ერთი ფსიქოლოგი ვერ შეძლებს მოსწავლის შერყეულ ფსიქიკაზე ზეგავლენის მოხდენას, თუ დედა არ დაუდგა გვერდით. დედები კი გადახვეწილები ვართ, სხვის ბებია-ბაბუებს ვუვლით და სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ. იცით, რა უთხრა ჩემ იტალიელ ნონნოს ოჯახის ექიმმა?! გაგმართლებია, ბადანტედ ჯორჯიანა რომ გყავსო, დიდხანს იცოცხლებო! სინიორ დომენიკოს კი გაუმართლა, მაგრამ ჩემ შვილებს?! ჩემი შვილები უკრუხო წიწილებივით არიან, რა დროს დაეცემათ ქორი თავზე არავინ იცის… და მაშინ, ვინ გაუწევს კრუხობას, ვინ შეიფარებს ფრთებქვეშ?!დაინტერესდით, რამდენი მოსწავლის დედაა გადახვეწილი, რამდენი მოსწავლეა ბედის ანაბარა მიტოვებული?!დაავალეთ სკოლებს, ჩაატარონ გამოკითხვა, ზუსტი ციფრი მაინც ვიცოდეთ, რამდენი მოსწავლე იზრდება უდედოდ?! თქვენ თუ მოინდომებთ, ეს მონაცემები კვირის ბოლომდე გექნებათ ხელთ. იმედს ვიტოვებ, მოინდომებთ!!! ბატონო მინისტრო, თქვენს ხელშია ათიათასობით ემიგრანტი დედის და სამშობლოში უდედოდ დარჩენილი მოსწავლეების ბედი!!!დაუბრუნეთ დედები შვილებს!!! გადაარჩინეთ ქვეყანა!!!

P.S. მეგობრებო, თქვენც დაამატეთ თქვენი სათქმელი და გაუგზავნეთ მინისტრს!!!” – წერს ღია წერილში ემიგრანტი დედა ლელა თოლორდავა.скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
loading...
მსგავსი სიახლეები

გააკეთეთ კომენტარი

რეიტინგული სიახლეები
  1. როგორ ეხმაურებიან "მის საქართველო 2017"-ს სოციალურ ქსელში - "ცხვირი საქართველოდან არ გააყოფინოთ ხალხო"
  2. მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი: 11-17 დეკემბერი
  3. მიხეილს ციხეში არავინ გააჩერებს.. მხოლოდ საქართველოში სხვისი უბედურება გიხარიათ”
  4. “პოროშენკოს უინტელექტო თავში მოფიქრებული ბრალდება, მისი და ივანიშვილის საქმე მაინც დამთავრდება” – შალვა ნათელაშვილი
  5. პატრიარქის 10 ფრაზა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეთ!
  6. მშობლების საყურადღებოდ! ინტერნეტში ახალი თამაში ვრცელდება - გაიქეცი ან მოკვდი
  7. შოკოლადის მომზადება სახლშიც შეგიძლიათ – გემრიელი რეცეპტი შოკოლადის მოყვარულთათვის!
  8. ბიჭო, ჯანმრთელ ხალხს აინვალიდებდით და სააკაშვილის სიცხეა ახლა აპოკალიფსი?” – ნინო ლაბარტყავა
  9. მე სოფლელი ვარ! ძროხაც მომიწველია და მოვწველი კიდეც!... ქართველი გოგოს პოსტი, რომელმაც ყველას ყურადღება მიიქცია
  10. მამა გიორგი (რაზმაძე): ვინ იცავდა და მფარველობდა მიხეილ სააკაშვილს თავის დანაშაულებრივ გარემოცვასთან ერთად?! ვინ აცხადებდა: ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ლგბტ-ების უფლებები მსოფლიოში დაცული იყოსო?! ესენი არიან ჩვენი მეგობრები?!
გამოკითხვა

მოგეწონათ საიტი


 
«    დეკემბერი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სხვა ამბები
ლელა კაკულია -
ლელა კაკულია - "ფრთხილად! დედამიწა იცვლება... მდინარეებიც იცვლიან კალაპოტს. ზოგი საერთოდ გაქრება - განსაკუთრებით ცუდ დღეში, ამერიკა ჩავარდება"
ამ IQ ტესტის გავლა 1000 მომხმარებლიდან მხოლოდ ერთმა შეძლო – თქვენ გამოგივათ?
ამ IQ ტესტის გავლა 1000 მომხმარებლიდან მხოლოდ ერთმა შეძლო – თქვენ გამოგივათ?
მხოლოდ 10-დან 1 ადამიანს შეუძლია დაინახოს აქ დაფარული გამოსახულება
მხოლოდ 10-დან 1 ადამიანს შეუძლია დაინახოს აქ დაფარული გამოსახულება
საზოგადოება ნოვოსიბირსკში გახსნეს კაპსულა,რომლის წაკითხვაც 2017 წელს დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 100 წლისთავზე იყო დაგეგმილი
საზოგადოება ნოვოსიბირსკში გახსნეს კაპსულა,რომლის წაკითხვაც 2017 წელს დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 100 წლისთავზე იყო დაგეგმილი
სენსაციური აღმოჩენა: ხეოფისის პირამიდაში დაცვის სისტემა და საიდუმლო ოთახია ნაპოვნი
სენსაციური აღმოჩენა: ხეოფისის პირამიდაში დაცვის სისტემა და საიდუმლო ოთახია ნაპოვნი
რა დაინახეთ სურათზე პირველად?- საინტერესო ტესტი
რა დაინახეთ სურათზე პირველად?- საინტერესო ტესტი
კითხვა, რომელზეც აინშტაინი 15 წამში პასუხობდა, ხოლო ოქსფორდის ერთერთმა სტუდენტმა 20 წამში უპასუხა
კითხვა, რომელზეც აინშტაინი 15 წამში პასუხობდა, ხოლო ოქსფორდის ერთერთმა სტუდენტმა 20 წამში უპასუხა
აირჩიეთ სანთელი და ჩვენ გეტყვით თუ რა გაკლიათ ცხოვრებაში!
აირჩიეთ სანთელი და ჩვენ გეტყვით თუ რა გაკლიათ ცხოვრებაში!
აღმოჩენილია უზარმაზარი ნეფრიტის ქვა,რომლის ფასი 140 მილიონი დოლარია
აღმოჩენილია უზარმაზარი ნეფრიტის ქვა,რომლის ფასი 140 მილიონი დოლარია
ლოგიკური ამოცანა, რომელსაც თქვენ დახმარების გარეშე ვერ ამოხსნით
ლოგიკური ამოცანა, რომელსაც თქვენ დახმარების გარეშე ვერ ამოხსნით