თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის ორი სკანდალური ვერსია „გუშინ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევი“

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის ორი სკანდალური ვერსია  „გუშინ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევი“
Загрузка...
„იმ სადარბაზოს ყველა სართულზე მცხოვრები გარეთ ისე გამოვიდა, რომ არავის მძევლად აყვანა არ უცდიათ. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ ბავშვებს და ქალს გამოვიყვანდი, მოლაპარაკებაც შეიძლებოდა, მაგრამ ბინაში არ შეგვიშვეს... ბინიდან პისტოლეტით სროლის ხმა იყო, მაგრამ ავტომატებით და ხელყუმბარებით - არა. ქართველი სპეცრაზმელიც საეჭვო ვითარებაში დაიჭრა. მეუბნებოდნენ, რომ ისინი სირიიდან ჩამოვიდნენ, რაც სიმართლე არ არის“, - აცხადებს კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელი უმარ იდიგოვი.

მისივე ინფორმაციით, ოჯახი, რომლის წინააღმდეგაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა, ჩეჩნეთიდან საქართველოში სამკურნალოდ ერთი თვის წინ ჩამოვიდა..

„ჩეჩენი ვარ და ჩემმა მეგობრებმა დახმარება მთხოვეს. მივედით სპეცოპერაციის ადგილზე. იქ სპეცრაზმი, დიდი რაოდენობით ძალოვნები დაგვხვდნენ. ჩეჩნებმა მითხრეს, რომ ბინაში 2 პატარა ბავშვი, 1 ქალი და 2 მამაკაცი იმყოფებოდა. ისინი ჩეჩნეთიდან ერთი თვის წინ ჩამოვიდნენ და აქ სამკურნალოდ იმყოფებოდნენ. ბინა პანკისელი ბიჭისგან ჰქონდათ ნაქირავები. მეზობლებისგან გავიგე, რომ უსაფრთხოების სამსახურებმაც იცოდნენ ამის შესახებ. არ ყოფილან ისინი ტერორისტები,“ - აცხადებს იდიგოვი.

აბსოლუტურ განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო დავით მაყიშვილი, რომელიც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:

„ჩემი ინფორმაციით, დღეს ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები.“

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერციის კონტექსტში ჩატაევს კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძეც ახსენებს:

„ეს ადამიანები პირდაპირ კავშირში იქნებიან ახმედ ჩატაევთან, რომელიც გახლდათ ისლამური ხალიფატის იდეოლოგიური სამსხაურის უფროსი. ის აწარმოებდა იდეოლოგიურ მომზადებას ერთგული ადამიანების, არამხოლოდ სირიაში და ერაყში, არამედ ვინც წარმოშობის ადგილებზე რჩებოდნენ. ხალიფატის სხვადასხვა ტიპის საიტების მუშაობას და სოციალურ ქსელებში აქტივობებს სწორედ ჩატაევი ედგა სათავეში. აქედან გამომდინარე, ამ მოვლენებს აუცილებლად ექნება კავშირი ახმედ ჩატაევთან. კავკასია მისი სამშობლოა, საკმაოდ ბევრს იცნობს და შესაბამისად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.“

შეგახსენებთ: ახმედ ჩატაევი, ანუ იგივე ახმედ შიშანი) ცნობილი ჩეჩენი მებრძოლია. მისი სახელი ფიგურირებს ლაფანყურის გახმაურებულ საქმეშიც. 2000 წელს, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს დაჭრილი ჩატაევი ურუს-მარტანის საავადმყოფოდან რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს, სასტიკად აწამეს, მარჯვენა ხელი მოაჭრეს და დენზე შეაერთეს, რის შემდეგაც მას „ცალხელა ახმედი“ შეარქვეს. 2003 წელს ჩატაევი სხვა სახელითა და გვარით ავსტრიის ხელისუფლებისგან ლტოლვილის სტატუსი მიიღო. 2007 წლის მარტში, ჩატაევი შვედეთში იარაღის ტარების ბრალდებით დააკავეს, 2010 წლის იანვარში კი - უკრაინაში 2011 წლის მაისში ჩატაევი თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე დააპატიმრესეს.

რაც შეეხება ლაფანყურუს სპეცოპერაციას, როგორც თავის დროზე ითქვა, პანკისის ხეობაში სწორედ ჩატაევს ჩაჰყავდა ევროპაში მცხოვრები ჩეჩენი მოჯაჰედები. ჩატაევი 2013 წელს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და იმავე წელს საქართველო დატოვა.


წყარო http://www.newposts.geскачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
loading...
მსგავსი სიახლეები

გააკეთეთ კომენტარი

რეიტინგული სიახლეები
  1. როგორ ეხმაურებიან "მის საქართველო 2017"-ს სოციალურ ქსელში - "ცხვირი საქართველოდან არ გააყოფინოთ ხალხო"
  2. მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი: 11-17 დეკემბერი
  3. მიხეილს ციხეში არავინ გააჩერებს.. მხოლოდ საქართველოში სხვისი უბედურება გიხარიათ”
  4. “პოროშენკოს უინტელექტო თავში მოფიქრებული ბრალდება, მისი და ივანიშვილის საქმე მაინც დამთავრდება” – შალვა ნათელაშვილი
  5. პატრიარქის 10 ფრაზა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეთ!
  6. მშობლების საყურადღებოდ! ინტერნეტში ახალი თამაში ვრცელდება - გაიქეცი ან მოკვდი
  7. შოკოლადის მომზადება სახლშიც შეგიძლიათ – გემრიელი რეცეპტი შოკოლადის მოყვარულთათვის!
  8. ბიჭო, ჯანმრთელ ხალხს აინვალიდებდით და სააკაშვილის სიცხეა ახლა აპოკალიფსი?” – ნინო ლაბარტყავა
  9. მე სოფლელი ვარ! ძროხაც მომიწველია და მოვწველი კიდეც!... ქართველი გოგოს პოსტი, რომელმაც ყველას ყურადღება მიიქცია
  10. მამა გიორგი (რაზმაძე): ვინ იცავდა და მფარველობდა მიხეილ სააკაშვილს თავის დანაშაულებრივ გარემოცვასთან ერთად?! ვინ აცხადებდა: ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ლგბტ-ების უფლებები მსოფლიოში დაცული იყოსო?! ესენი არიან ჩვენი მეგობრები?!
გამოკითხვა

მოგეწონათ საიტი


 
«    დეკემბერი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სხვა ამბები
ლელა კაკულია -
ლელა კაკულია - "ფრთხილად! დედამიწა იცვლება... მდინარეებიც იცვლიან კალაპოტს. ზოგი საერთოდ გაქრება - განსაკუთრებით ცუდ დღეში, ამერიკა ჩავარდება"
ამ IQ ტესტის გავლა 1000 მომხმარებლიდან მხოლოდ ერთმა შეძლო – თქვენ გამოგივათ?
ამ IQ ტესტის გავლა 1000 მომხმარებლიდან მხოლოდ ერთმა შეძლო – თქვენ გამოგივათ?
მხოლოდ 10-დან 1 ადამიანს შეუძლია დაინახოს აქ დაფარული გამოსახულება
მხოლოდ 10-დან 1 ადამიანს შეუძლია დაინახოს აქ დაფარული გამოსახულება
საზოგადოება ნოვოსიბირსკში გახსნეს კაპსულა,რომლის წაკითხვაც 2017 წელს დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 100 წლისთავზე იყო დაგეგმილი
საზოგადოება ნოვოსიბირსკში გახსნეს კაპსულა,რომლის წაკითხვაც 2017 წელს დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 100 წლისთავზე იყო დაგეგმილი
სენსაციური აღმოჩენა: ხეოფისის პირამიდაში დაცვის სისტემა და საიდუმლო ოთახია ნაპოვნი
სენსაციური აღმოჩენა: ხეოფისის პირამიდაში დაცვის სისტემა და საიდუმლო ოთახია ნაპოვნი
რა დაინახეთ სურათზე პირველად?- საინტერესო ტესტი
რა დაინახეთ სურათზე პირველად?- საინტერესო ტესტი
კითხვა, რომელზეც აინშტაინი 15 წამში პასუხობდა, ხოლო ოქსფორდის ერთერთმა სტუდენტმა 20 წამში უპასუხა
კითხვა, რომელზეც აინშტაინი 15 წამში პასუხობდა, ხოლო ოქსფორდის ერთერთმა სტუდენტმა 20 წამში უპასუხა
აირჩიეთ სანთელი და ჩვენ გეტყვით თუ რა გაკლიათ ცხოვრებაში!
აირჩიეთ სანთელი და ჩვენ გეტყვით თუ რა გაკლიათ ცხოვრებაში!
აღმოჩენილია უზარმაზარი ნეფრიტის ქვა,რომლის ფასი 140 მილიონი დოლარია
აღმოჩენილია უზარმაზარი ნეფრიტის ქვა,რომლის ფასი 140 მილიონი დოლარია
ლოგიკური ამოცანა, რომელსაც თქვენ დახმარების გარეშე ვერ ამოხსნით
ლოგიკური ამოცანა, რომელსაც თქვენ დახმარების გარეშე ვერ ამოხსნით