ოთხი რჩევა - თირკმლის კენჭების ჩამოყალიბების შესაჩერებლად

ოთხი რჩევა - თირკმლის კენჭების ჩამოყალიბების შესაჩერებლად
Загрузка...
თირკმელი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უმთავრესი წყვილი ორგანოა. მისი ჯანსაღი ფუნქციონირება ჩვენი სიცოცხლის უპირობო ნაწილია. საქართველოში თირკმლის პირველ პრობლემად კენჭებს მიიჩნევენ. ყოველი მეხუთე ადამიანი უჩივის თირკმლის ჭვალს - კენჭებით გამოწვეულ ტკივილს წელის არეში.

იმის გამო, რომ თირკმლის კენჭი და მასთან დაკავშირებული დისკომფორტი ასე ხშირია (თითქმის ყველას გვყავს ერთი ახლობელი მაინც, რომელსაც ცხოვრების რომელიმე პერიოდში ამ პრობლემასთან შეჯახება უწევს), გადავწყვიტე თავი მოვუყარო რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც კენჭის წარმოშობის რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ. თუმცა, მანამდე, უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, რასთან გვაქვს საქმე და რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ ამ რჩევას, ჯერ უნდა გავიაზროთ, რა არის და როგორ წარმოიქმნება თირკმლის კენჭი.

თირკმლის კენჭი არის ქიმიური წარმონაქმნი, რომელიც შარდში არსებული ქიმიური ნივთიერებებისაგან ფორმირდება. მოკლედ და მარტივად რომ აღვწეროთ, პროცესი დაახლოებით ასე გამოიყურება - შარდის მოცულობის შემცირების და/ან შარდში გარკვეული ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაციის ზრდისას, ეს ნივთიერებები ქმნის კრისტალებს, რომლებიც შემდეგ კენჭებად ფორმირდება. ამ განმარტებიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ ორგანიზმის გაუწყლოება (დეჰიდრატაცია) თირკმლის კენჭის განვითარების მთავარ რისკფაქტორად მიიჩნევა.

თუ კენჭი საშარდე გზებში გაიჭედა და შარდის გამოყოფის პროცესი შეფერხდა, ვითარდება ძლიერი ტკივილი (თირკმლის ჭვალი).

ახლა დავუბრუნდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილს - დაპირებულ პრაქტიკულ რჩევებს. თუ მათ გაითვალისწინებთ, თირკმლის კენჭების წარმოშობის რისკს საგრძნობლად შეამცირებთ.

რჩევა ნომერი ერთი - მიიღეთ ბევრი სითხე!

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ორგანიზმის გაუწყლოება კენჭის წარმოქმნის მთავარ რისკფაქტორად ითვლება. სითხე განაზავებს შარდში ნივთიერებათა შემადგენლობას; რაც მეტი იქნება სითხე, მით ნაკლები იქნება იმ ნივთიერებათა კონცენტრაცია, რომლებსაც კენჭის ფორმირება შეუძლია და მათი წარმოქმნის ალბათობაც შემცირდება. წყლის საკმარისი რაოდენობა ყველასათვის ინდივიდუალურია, თუმცა სტატისტიკა გვკარნახობს, რომ თუ დღის განმავლობაში საშუალოდ 2 ლიტრამდე შარდს გამოვყოფთ, კენჭის განვითარების რისკფაქტორი მცირე იქნება.

ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკულად რთულია ზუსტად განვსაზღვროთ, თუ რა მოცულობით გამოვყოფთ შარდს. ამიტომ, შარდის შეფერილობა შეგვიძლია ვიზუალურ საზომად გამოვიყენოთ - ნაკლებად კონცენტრირებული შარდი, როგორც წესი, ღია ფერისაა და მიუთითებს, რომ საკმარის სითხეს იღებთ; შესაბამისად, მუქი ფერის შარდი ძლიერ კონცენტრირებულია და ნიშნავს, რომ სითხე გაკლიათ.

რჩევა ნომერი ორი - შეამცირეთ მარილის მოხმარება!

ჭარბი მარილი თქვენს რაციონში კენჭების ზრდისა და განვითარების საწინდარია. დღეს არსებული რეკომენდაციებით დადგენილია მარილის დღიური ნორმა - 2300 მგ. თუ უკვე გქონდათ ან გაქვთ კენჭები, შეეცადეთ ეს მონაცემი დღის განმავლობაში 1500 მგ-მდე დაიყვანოთ.

პირადად მე, ჩემი პაციენტების უმეტესობას (განსაკუთრებით კი მათ, ვისაც უკვე აქვს თირკმლის კენჭების ისტორია) ვურჩევ საერთოდ არ გამოიყენოს მარილი სადილის მომზადებისას, ვინაიდან მზა საკვები, რომელსაც მივირთმევთ, უკვე შეიცავს მარილის იმ დოზას, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისათვის აუცილებელია.

რჩევა ნომერი სამი - არ მოიხმაროთ ჭარბი რაოდენობით ცხოველური ცილა!

დიდი რაოდენობით მიღებული წითელი ხორცი, ფრინველის ხორცი, კვერცხი და ზღვის პროდუქტი იწვევს შარდმჟავას დონის მომატებას, რომელიც კენჭის წარმოშობის ერთ-ერთი ხელშემწყობია. გარდა ამისა, ცილოვანი დიეტა ამცირებს ორგანიზმში ციტრატების დონეს, რომლებიც, თავის მხრივ, შარდში კენჭის ჩამოყალიბებას უშლის ხელს.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ თირკმლის კენჭის განვითარების რისკის შესამცირებლად ყველა ვეგეტარიანელი უნდა გახდეს, თუმცა, თუ მათ რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც ისედაც მომატებული აქვს კენჭის წარმოქმნის რისკი, სასურველია, რაციონში ცხოველური ცილების რაოდენობა შეამციროთ, აკონტროლოთ და დააბალანსოთ.

რჩევა ნომერი ოთხი - გააგრძელეთ კალციუმის მიღება!

დადგენილია, რომ კალციუმი (და, შესაბამისად, კალციუმის შემცველი პროდუქტები) არ ზრდის კენჭის ჩამოყალიბების რისკს. შეიძლება პირიქითაც მოხდეს - კალციუმის ნაკლებობა ორგანიზმში კენჭების წარმოქმნის რისკფაქტორად შეიძლება იქცეს.

ასე რომ, შეგიძლიათ თამამად განაგრძოთ რძისა და რძის ნაწარმის მოხმარება თქვენი სურვილისამებრ.

დაბოლოს, კიდევ ერთი ბონუსრჩევა - თუ საშარდე სისტემის ულტრაბგერითი კვლევის შედეგად კენჭი (ნებისმიერი ზომის) აღმოგაჩნდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმ უროლოგს. დროული მიმართვა და სათანადო მკურნალობა კენჭებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. კენჭები საშარდე სისტემაში არ არის ნორმა. აუცილებელია სათანადო ზომების მიღება და პროფილაქტიკა.

გისურვებთ ჯანმრთელ და უკენჭო საშარდე სისტემას.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძეскачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
loading...
მსგავსი სიახლეები

გააკეთეთ კომენტარი

რეიტინგული სიახლეები
  1. რა ხდება მეტროში ამ წუთებში – თვითმხილველის კადრები
  2. როგორ ეხმაურებიან "მის საქართველო 2017"-ს სოციალურ ქსელში - "ცხვირი საქართველოდან არ გააყოფინოთ ხალხო"
  3. მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი: 11-17 დეკემბერი
  4. მიხეილს ციხეში არავინ გააჩერებს.. მხოლოდ საქართველოში სხვისი უბედურება გიხარიათ”
  5. “პოროშენკოს უინტელექტო თავში მოფიქრებული ბრალდება, მისი და ივანიშვილის საქმე მაინც დამთავრდება” – შალვა ნათელაშვილი
  6. პატრიარქის 10 ფრაზა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეთ!
  7. მშობლების საყურადღებოდ! ინტერნეტში ახალი თამაში ვრცელდება - გაიქეცი ან მოკვდი
  8. შოკოლადის მომზადება სახლშიც შეგიძლიათ – გემრიელი რეცეპტი შოკოლადის მოყვარულთათვის!
  9. ბიჭო, ჯანმრთელ ხალხს აინვალიდებდით და სააკაშვილის სიცხეა ახლა აპოკალიფსი?” – ნინო ლაბარტყავა
  10. მე სოფლელი ვარ! ძროხაც მომიწველია და მოვწველი კიდეც!... ქართველი გოგოს პოსტი, რომელმაც ყველას ყურადღება მიიქცია
გამოკითხვა

მოგეწონათ საიტი


 
«    დეკემბერი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სხვა ამბები
ლელა კაკულია -
ლელა კაკულია - "ფრთხილად! დედამიწა იცვლება... მდინარეებიც იცვლიან კალაპოტს. ზოგი საერთოდ გაქრება - განსაკუთრებით ცუდ დღეში, ამერიკა ჩავარდება"
ამ IQ ტესტის გავლა 1000 მომხმარებლიდან მხოლოდ ერთმა შეძლო – თქვენ გამოგივათ?
ამ IQ ტესტის გავლა 1000 მომხმარებლიდან მხოლოდ ერთმა შეძლო – თქვენ გამოგივათ?
მხოლოდ 10-დან 1 ადამიანს შეუძლია დაინახოს აქ დაფარული გამოსახულება
მხოლოდ 10-დან 1 ადამიანს შეუძლია დაინახოს აქ დაფარული გამოსახულება
საზოგადოება ნოვოსიბირსკში გახსნეს კაპსულა,რომლის წაკითხვაც 2017 წელს დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 100 წლისთავზე იყო დაგეგმილი
საზოგადოება ნოვოსიბირსკში გახსნეს კაპსულა,რომლის წაკითხვაც 2017 წელს დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 100 წლისთავზე იყო დაგეგმილი
სენსაციური აღმოჩენა: ხეოფისის პირამიდაში დაცვის სისტემა და საიდუმლო ოთახია ნაპოვნი
სენსაციური აღმოჩენა: ხეოფისის პირამიდაში დაცვის სისტემა და საიდუმლო ოთახია ნაპოვნი
რა დაინახეთ სურათზე პირველად?- საინტერესო ტესტი
რა დაინახეთ სურათზე პირველად?- საინტერესო ტესტი
კითხვა, რომელზეც აინშტაინი 15 წამში პასუხობდა, ხოლო ოქსფორდის ერთერთმა სტუდენტმა 20 წამში უპასუხა
კითხვა, რომელზეც აინშტაინი 15 წამში პასუხობდა, ხოლო ოქსფორდის ერთერთმა სტუდენტმა 20 წამში უპასუხა
აირჩიეთ სანთელი და ჩვენ გეტყვით თუ რა გაკლიათ ცხოვრებაში!
აირჩიეთ სანთელი და ჩვენ გეტყვით თუ რა გაკლიათ ცხოვრებაში!
აღმოჩენილია უზარმაზარი ნეფრიტის ქვა,რომლის ფასი 140 მილიონი დოლარია
აღმოჩენილია უზარმაზარი ნეფრიტის ქვა,რომლის ფასი 140 მილიონი დოლარია
ლოგიკური ამოცანა, რომელსაც თქვენ დახმარების გარეშე ვერ ამოხსნით
ლოგიკური ამოცანა, რომელსაც თქვენ დახმარების გარეშე ვერ ამოხსნით