რა უნდა შეეძლოს ბავშვს სკოლაში წასვლამდე – ექიმი–თერაპევტის რჩევები მშობლებს

რა უნდა შეეძლოს ბავშვს სკოლაში წასვლამდე – ექიმი–თერაპევტის რჩევები მშობლებს
Загрузка...
2 კვირაში ათასობით ბავშვი პირველ კლასში წავა და მათი დღის განრიგი მკვეთრად შეიცვლება. რატომ არ უნდა გეშინოდეთ, რომ ბავშვი ავად გახდება და როგორ მოვამზადოთ პატარები ამ ცვლილებებისთვის? იმისათვის, რომ მშობლებმა ამ საკითხების გადაჭრა მარტივად შეძლონ, ექიმი-თერაპევტის რჩევებს გთავაზობთ.

მშობლების უმრავლესობა განიცდის, რომ სკოლაში წასვლისთანავე მისი ბავშვი ავად ხშირად გახდება. ეს პროცესი ნამდვილად შეუქცევადია. მისი ახსნა კი მარტივად არის შესაძლებელი: პატარა ახალ გარემოში ხვდება და მისი იმუნიტეტიც უჩვეულო გარემო პირობებზე შესაბამისად რეგირებს. თუმცა, ზუსტად ბავშვობაში გადატანილი დაავადებები აფორმირებენ და ავარჯიშებენ ორგანიზმის წინააღმდეგობას დაავადებისადმი. ინფექციური დაავადებები უმრავლესობა, რომელიც ბავშვებს მარტივად გადააქვთ, მოზარდებში ბევრად უფრო რთულად მიმდინარეობს და მას შეიძლება გართულებაც მოყვეს.

თუმცა არის რიგი წესებისა, რომლებიც დაგეხმარებათ ბავშვის სკოლისთვის როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად მომზადებაში.

ეწვიეთ ექიმს

პირველ რიგში პედიატრს, ის ბავშვის საერთო მდგომარეობას შესაფასებს და საჭიროების შემთხვევაში მას ოტორინოლარინგოლოგთან, ლოგოპედთან ან სხვა სპეციალისტთან გადაამისამართებს. აუცილებელია კონსულტაციის ოფთალმოლოგთან და სტომატოლოგთან გავლაც. სტრესმა შეიძლება ბავშვის იმუნინეტი დააქვეითოს, რაც თავის მხრივ, კარიესსა და სტომატიტსაც კი იწვევს.

გააცანით ბავშვს სკოლა

იმისათვის, რომ ბავშვმა პირველი სასწავლო დღე უფრო მარტივად გადაიტანოს, სწავლის დაწყებამდე აუცილებლად უნდა ეწვიოთ სკოლას. აუხსენით და გააცანით ბავშვს გარემო, სადაც მან უნდა ისწავლოს. თუ ბავშვი სკოლამდე ბაღში დადიოდა, ის ამ ცვლილებებს უფრო მომზადებული შეხვდება. თუმცა, ყოველ შემთხვევაში მშობელმა ბავშვს მომავალი სასწავლო კლასი აუცილებლად უნდა ანახოს და იმის შესახებ მოუყვეს, თუ როგორი საინტერესო და სახალისოა სწავლის პროცესი.

მიაჩვიეთ ბავშვი ახალ რეჟიმს

სასწავლო განრიგზე გადასვლა მოსწავლისთვის საკმაოდ რთული პროცესია. აუცილებელია ბავშვი წინასწარ მიაჩვიოთ დილით ადრე ადგომას. ასწავლეთ თქვენ შვილს, რომ გაღვიძება სახლიდან გასვლამდე 1 ან 1,5 საათით ადრე არის საჭირო. მნიშნვნელოვანია რეჟიმის ეტაპობრივად შეცვლა. თავდაპირველად მაღვიძარა დილის 10 საათზე დააყენეთ, ყოველ მომდევნო დღეს კი 15-20 წუთით ადრე გადმოწიეთ. ამგვარად ბავშვს სტრესს თავიდან ააცილებთ.

მოამზადეთ ხელები

პირველ კლასში მოსწავლეები წერას სწავლობენ, რაც თითების დაღლას და ტკივილსაც კი იწვევს. იმისათვის რომ ეს მომენტი თავიდან აიცილოთ, სწავლის დაწყებამდე 2 კვირით ადრე, ბავშვებთან ერთად მოტორიკის განსავითარებელი სავარჯიშოები გააკეთეთ. მაგალითად გააფერადეთ ნახატები, ქაღალდისგან მარტივი ფიგურები გამოჭერით და პლასტელინისგან გამოძერწეთ.

სწორად იკვებეთ

მიაჩვიეთ ბავშვი საკვების ერთსა და იმავე დროს მიღებას. თქვენ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს მიკროელემენტებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ხორცი და თევზი. რეკომენტირებულია ვიტამინების მიღებაც. ამ რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში თქვენი შვილის იმუნიტეტი გაძლიერდება და ის ახალ რეჟიმს უფრო მარტივად გაუმკლავდება.

გააფრთხილეთ ბავშვი ახალი წესების შესახებ

საჭიროა წინასწარ მოუყვეთ ბავშვს, რომ სკოლაში, ისევე როგორც ბაღში, მან გარკვეული წესები უნდა დაიცვას. მას გაკვეთილებზე მერხთან ჯდომა, მასწავლებლის მოსმენა და საშინაო დავალებების შესრულება მოუწევს.

სამაგალითო რეჟიმი მომავალი მოსწავლისთვის!

7:00 – გაღვიძება, ვარჯიში, წყლის პროცედურები
8:00 – საუზმე
9:00 – შემოქმედებითი ვარჯიში (ხატვა, ძერწვა ან სხვა) სასურველია 2 სხვადასხვა ვარჯიშის, 30 წუთიანი ინტერვალით შესრულება
11:00 – გასეირნება
12:30 – სადილი
13:30 – დღის ძილი
15:00 – შემოქმედებითი ვარჯიში, თამაში
16:00 – წახემსება
17:00 – გასეირნება
18:30 – ვახშამი
19:30 – დასვენება, თამაში
20:30 – ძილისთვის მომზადება
21:00 – ძილი


რა უნდა შეეძლოს ბავშვს სკოლაში წასვლამდე


სხვებთან ურთიეთობა



მოსწავლეს აუცილებლად უნდა შეეძლოს სხვა ბავშვებთან ურთიერთობა და უფროსის ავტორიტეტის აღიარება. გარდა ამისა ის უნდა ხვდებოდეს განსხვავებას ,,კარგსა“ და ,,ცუდს“ შორის. (მაგალითად ის უნდა ხვდებოდეს, რომ სხვა ბავშვის გაბრაზება ან მასწავლებლის უგულებელყოფა ,,ცუდია“)

ბავშვმა უნდა იცოდეს ყურადღებით მოსმენა



მოსწავლემ აუცილებლად უნდა იცოდეს რაღაც საქმის (მაგალითად ხატვა, ძერწვა), ყურადღების გაფანტვის გარეშე, 20-30 წუთის განმავლობაში კეთება . გარდა ამისა ბავშვა უნდა შეასრულოს მასწავლებლის დავალება ან თხოვნა, მაშინაც კი, თუ ის მისთვის საინტერესო არ არის.

გააჩნდეს მინიმალური ცოდნა



ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს ციფრები 0-დან 10-მდე. მას უნდა შეეძლოს ნახატების ცნობა და დამახსოვრება, კალმის სწორად დაჭერა, წინადადების შედგენა, ფერებისა და ასოების ცნობა, დამარცვლით კითხვა.

ვიმედოვნებთ, რომ მოცემული რჩევების საშუალებით, თქვენი პატარა ახალ გარემოს უფრო მარტივად შეეგუება და სასწავლო პროცესი მისთვის საინტერესო და სახალისო იქნება. გისურვებთ წარმატებებს!
скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
loading...
მსგავსი სიახლეები

გააკეთეთ კომენტარი

რეიტინგული სიახლეები
  1. ჭიჭიკია ახალი მერსედესით თავაწყვეტილი გარბის :D კვირის საუკეთესო ანეკდოტი
  2. დუკანის ''ექსპრეს დიეტა'' – საფეხური
  3. “შესაძლოა, დამიჭირონ, ქვეყნიდან გამაძევონ, ან მომკლან” – დაპირისპირება სააკაშვილის მიტინგზე
  4. დღის ანეგდოტი! შარვალ-კოსტუმიანი გურული
  5. გარემოს ეროვნული სააგენტო! 16 ოქტომბრის მოსალოდნელი ამინდის განცხადებას ავრცელებს
  6. ცხარე და სურნელოვანი მეგრული კუჭმაჭი
  7. იუმორისტმა სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგა და დაეცა - როდის განახლდება „ვანოს შოუ“
  8. უჩა ნანუაშვილი: 44 სათამაშოდან, 21 უსაფრთხო არ არის...ეს სათამაშოები ბავშვებისთვის არის მავნე
  9. გიჟური "მადონინა" და მაურო იკარდის შოუ(+video)
  10. მდინარე ოღასყურის ადიდების შედეგად, ქუთაისში ბუხაიძის ქუჩა დაიტბორა
გამოკითხვა

მოგეწონათ საიტი


 
«    ოქტომბერი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
სხვა ამბები
ლოგიკური ამოცანა, რომელსაც თქვენ დახმარების გარეშე ვერ ამოხსნით
ლოგიკური ამოცანა, რომელსაც თქვენ დახმარების გარეშე ვერ ამოხსნით
ინეტნრეტ მოხმამერლბის მხოლოდ 10%-მა შეძლო ამ თასვტახეის ამხონსა! - თქვენ შელძბეთ?
ინეტნრეტ მოხმამერლბის მხოლოდ 10%-მა შეძლო ამ თასვტახეის ამხონსა! - თქვენ შელძბეთ?
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? ამას მხოლოდ ადამიანების 1% ხვდება!
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? ამას მხოლოდ ადამიანების 1% ხვდება!
უმარტივესი თავსატეხი, რომელსაც უყურადღეობის გამო უმეტესობა ვერ ამოხსნის!
უმარტივესი თავსატეხი, რომელსაც უყურადღეობის გამო უმეტესობა ვერ ამოხსნის!
აირჩიეთ კარტი და გაიგეთ რა გელოდებათ მომავალში!
აირჩიეთ კარტი და გაიგეთ რა გელოდებათ მომავალში!
ამ დავალების ამოხსნა, მხოლოდ განსაკუთრებული აზროვნების ადამიანებს შეუძლიათ! - შენ შეგიძლია?
ამ დავალების ამოხსნა, მხოლოდ განსაკუთრებული აზროვნების ადამიანებს შეუძლიათ! - შენ შეგიძლია?
რა გელით მომავალში?
რა გელით მომავალში?
აირჩიეთ ერთ-ერთი ფოტო და შეიტყვეთ მეტი საკუთარ თავზე 99%
აირჩიეთ ერთ-ერთი ფოტო და შეიტყვეთ მეტი საკუთარ თავზე 99%
პიროვნების ტესტი - რა დაინახეთ ფოტოზე პირველად, გაიგეთ თქვენზე უფრო მეტი
პიროვნების ტესტი - რა დაინახეთ ფოტოზე პირველად, გაიგეთ თქვენზე უფრო მეტი
აირჩიეთ სახლი და გაიგეთ, როგორ გამდიდრდებით
აირჩიეთ სახლი და გაიგეთ, როგორ გამდიდრდებით