სპორტი
სასწრაფოდ

ბორჯღალოსნებმა გერმანია გაანადგურეს და 1 ტურით ადრე რაგბი ევროპის ჩემპიონები გახდნენ

10 მარტს, ქუთაისში საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ბოლოსწინა ტურში გერმანია 52:3 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა “აია არენაზე” მეტოქეს 8 ლელო დაუდო, პასუხად მხოლოდ 1 ჯარიმა მიიღო და 1 ტურით ადრე ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ლელოები მირიან მოდებაძემ (3), ლაშა ხმალაძემ, შალვა მამუკაშვილმა, ლაშა მალაღურაძემ, ვასკა ლობჟანიძემ და მერაბ შარიქაძემ დადეს, ხუთი გარდასახვა გელა აფრასიძემ გაიტანა, ხოლო ერთი სოსო მათიაშვილმა.
ეს ამ გუნდების მერვე დაპირისპირება იყო და საქართველოს ნაკრებმა რვავე მატჩი მოიგო.
ბოლო მატჩს ჩვენი გუნდი 17 მარტს კრასნოდარში რუსეთთან ჩაატარებს.
ბორჯღალოსნებმა ტურნირზეოთხივე შეხვედრაში გამარჯვება იზეიმეს და მთლიანობაში ზედიზედ 6 მატჩი მოიგეს.
საქართველოს ნაკრები ამ ტურნირის გამარჯვებული მეთერთმეტედ გახდა.

თეგები
დაწვრილებით

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close