ამინდი

საქართველოში 11 მარტს არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

დღეს, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებსა და ბარში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალურიტემპერატურა კი 15-20 გრადუსს მიაღწევს.

11 მარტს, დღის პირველ ნახევარსა და ღამით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში კი ნავარაუდევია თოვლი. ჰაერი 13-18 გრადუსის ფარგლებში გათბება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგან შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე წვიმა და ღამით, მაღალ მთაში თოვლი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, დღისა და ღამის საათებში, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, ზოგან კი 17/22 მ/წმ-მდე გაძლიერდება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა 15-20 შენარჩუნდება.

11 მარტს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დროგამოშვებით კი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს. დედაქალაქში ჰაერი 18 გრადუსამდე გათბება.

თეგები
დაწვრილებით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close