სამართალიშემთხვევა

პოლიციელს, რომელსაც ძარცვაში ბრალდებულის ოჯახი ზეწოლაში სდებდა ბრალს, უფლებამოსილება შეუწყდა

პოლიციელს, რომელსაც ბოლნისში ძარცვაში ბრალდებულის ოჯახი უფლებამოსილების გადამეტებაში სდებდა ბრალს, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა.

როგორც „ვორლდნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გენერალური ინსპექცია საქმის შესწავლას აგრძელებს.

შეგახსენებთ, შსს-ს თანამშრომლებმა ბოლნისში ოქროს ნაკეთობების მაღაზიიდან 8000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულების ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ძარცვაში მხილებული პირის ოჯახის განცხადების საფუძველზე, რაც სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ საქმის შესწავლა დაიწყო.

„მიმდინარე წლის 13 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 2002 წელს დაბადებული თ.ა. ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულმა არასრულწლოვანმა 13 თებერვალს ბოლნისში მდებარე ოქროს ნაკეთობების მაღაზიიდან 8 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა.

სამართალდამცველებმა თ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები სრულად ამოიღეს ნივთმტკიცებად. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ- ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეგები
დაწვრილებით

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close