კრიმინალიშემთხვევა
სასწრაფოდ

შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქემ, რომელმაც თემქის პოლიციასთან თავის დაწვა სცადა, რამდენიმე საათით ადრე სამართალდამცავებს მუქარის შესახებ აცნობა

შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქემ, რომელმაც დღეს თემქის პოლიციასთან თავის დაწვა სცადა, რამდენიმე საათით ადრე სამართალდამცავებს მუქარის შესახებ აცნობა.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში აცნობეს, ერთ-ერთმა მოქალაქემ დღის განმავლობაში თემქის პოლიციას მომართა და განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ.

„ დაიწყო გამოძიების მუქარის ფაქტზე, რომლის ფარგლებში ჩატარდა მისი გამოკითხვა. გამოკითხვის შემდეგ მოქალაქემ დატოვა პოლიციის შენობა. მოგვიანებით, 112-ზე შევიდა იგივე მოქალაქისგან შეტყობინება, რომ ის პოლიციელთა მხრიდან არის ზეწოლის ობიექტი და ამიტომ აპირებს თავის მოკვლას. შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციამ დაიწო მისი ადგილსამყოფელის დადგენის და სიცოცხლის უსაფრთხოების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები. თემქის პოლიციის შენობასთან დაახლოებით 19:00 საათისთვის მოქალაქე დაბრუნდა მედიასაშუალების წარმომადგენლებთან ერთად და თავის დაწვა სცადა. პოლიციის თანამშრომლების მიერ ოპერატიულად აღმოჩენილი დახმარების შედეგად მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის პროფილაქტიკური სამედიცინო კვლევისთვის საავადმყოფოში არის გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

თეგები
დაწვრილებით

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close