ჰოროსკოპი
სასწრაფოდ

მიხეილ ცაგარელის კვირის (4-10 მარტი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – სრულდება განვითარების ერთწლიანი ციკლი, ამიტომ კვირა რთული და საკმაოდ დაძაბული იქნება. დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე სწრაფად დაიღლებით, ადვილად გაღიზიანდებით და გაგიფუჭდებათ გუნება-განწყობა. გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, გაძლიერდება ჭორები და ინტრიგები თქვენს ზურგს უკან. არ ღირს ინიციატივის გამოჩენა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე, მეტი დაისვენეთ და მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები. ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად, წარმატება გელით პროფესიულ სფეროში, რადგან მზისა და მთვარის ჰარმონიული ურთიერთობა სასიკეთოდ აისახება თქვენს საქმიან ცხოვრებაზე და პრობლემების მოგვარებაშიც დაგეხმარებათ. არაა გამორიცხული მიიღოთ სარფიანი შეთავაზება ან ჩაებათ ახალ საინტერესო პროექტში. მთავარია, ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას და იმოქმედოთ ზედმეტი გადატვირთვის გარეშე, მოერიდოთ დაპირებების გაცემას და აკონტროლოთ გარშემომყოფთა მოქმედება, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას და მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში ხელის შეშლას.

კურო – მეტად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, ჩვეული კომუნიკაბელურობა კი, ახალი კავშირების დამყარებასა და საინტერესო ადამიანების გაცნობაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია ცოდნის შესაძენად და საჭირო ინფორმაციის მისაღებად, ახალი სასიყვარულო პარტნიორის მოსაძიებლად და უკვე არსებული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, მზის, მარსის და ნეპტუნის ჰარმონიული ურთიერთობა კი, სასიკეთოდ აისახება თქვენს შრომისუნარიანობაზე, დაგეხმარებათ სარფიანი პროექტების განხორციელებასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, რაც თავის მხრივ გაზრდის თქვენს ავტორიტეტს და პოპულარობას საზოგადოებაში.

ტყუპები – რთული, საკმაოდ კონფლიქტური კვირაა. მართალია, შეძლებთ  შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, მაგრამ მოგიწევთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ყოფნა, რადგან კონკურენტები და ფარული მტრები, რომელთაც ნაკლებად გაახარებს თქვენი წარმატება, მაქსიმალურად ეცდებიან ხელის შეშლას, მზის, იუპიტერის, მერკურისა და ნეპტუნის დაპირისპირება კი, ნეგატიურად აისახება თქვენს ურთიერთობაზე საქმიან პარტნიორებთან და სერიოზულ ეჭვს გაგიჩენთ მათ სანდოობაში. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის და არასტაბილური ემოციური მდგომარეობის ფონზე სწრაფად დაიღლებით და გაგიჭირდებათ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება, რაც  გაღიზიანებას გამოიწვევს და დიდი ხნით გაგიფუჭებთ გუნება-განწყობას. გარკვეული პრობლემები და არასასურველი ცვლილებებია მოსალოდნელი სამსახურში, რადგან არ გაამართლებენ პროექტები, რომლთაც თავის დროზე საკმაოდ პერსპექტიულად მიიჩნევდით.

კირჩხიბი – საინტერესო, მეტად მრავალფეროვანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის ახლებურად, მეტად ორიგინალურად გამოვლენას, ინტუიციაზე დაყრდნობით კი, არ გაგიჭირდებათ თანამოაზრეთა მოძიება და მათი დახმარებით საკუთარი იდეების განხორციელება. კარგი პერიოდია ძველი შეცდომების გამოსასწორებლად და ცხოვრების რადიკალურად შესაცვლელად. მთავარია, აკონტროლოთ ემოციები და ობიექტურად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები, მოერიდოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას და გაუაზრებელ მოქმედებას, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტი კოლეგებსა და საქმიან პარტნიორებთან.

ლომი – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე  არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, თუმცა მაინც შეძლებთ ძველი პროექტების დასრულებას და შეცდომების გამოსწორებას. არ ღირს გრანდიოზული გეგმების დასახვა და ახალი საქმის დაწყება, რადგან იძულებული გახდებით მოერგოთ მიმდინარე მოვლენებს და გაითვალისწინოთ გარშემომყოფთა სურვილები, იმოქმედოთ სწრაფად და მხოლოდ სიტუაციის შესაბამისად, რაც ძალიან გაგაღიზიანებთ და დიდი ხნით დაგიკარგავთ აქტიურად მუშაობის სურვილს. შეეცადეთ დამშვიდდეთ და ზედმეტი ემოციების გარეშე მიიღოთ არასასიამოვნო ცვლილებები, რადგან სიტუაციის გაუმჯობესების ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ მარცხით დასრულდება.

ქალწული – პოზიტიური, მეტად ჰარმონიული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს შრომისუნარიანობა და გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობა. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის ახლებურად გამოვლენას, არასტანდარტულად მოქმედებას და საკმაოდ რთული პრობლემების თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტას. არ გაგიჭირდებათ იმ ძველი შეცდომების გააზრება და გამოსწორება, რომლებიც ხელს გიშლიდნენ წინსვლასა და განვითარებაში. კარგი პერიოდია საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან უთანხმოების მოსაგვარებლად ან ახალი რომანის დასაწყებად, რადგან არაა გამორიცხული სწორედ ახლა შეხვდეთ ნამდვილ სიყვარულს, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.

სასწორი – ნაკლებად პოზიტიური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. იძულებული გახდებით დაასრულოთ ძველი საქმეები და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური ვალდებულებებით, რაც თქვენს უკმაყოფილებას გამოიწვევს, რადგან იმ გრანდიოზული პროექტების გადადება მოგიწევთ, რომელთა განხორციელებას სწორედ ახლა გეგმავდით. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეხვედრების გასამართად და ახალი საქმიანი პარტნიორების მოსაძიებლად, რადგან მხოლოდ მათი დახმარებით შეძლებთ გადაუდებელი საქმეების წარმატებით დასრულებას. არაა გამორიცხული გაემგზავროთ ხანმოკლე მივლინებაში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს განწყობას, მზის, მერკურის და ნეპტუნის ჰარმონიული ურთიერთობა კი, პოზიტიურად აისახება თქვენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე და რთული პრობლემების მარტივად დაძლევაში დაგეხმარებათ.

მორიელი – ჰარმონიული, მეტად იღბლიანი კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას და შემოქმედებითი პოტენციალის სრულად გამოვლენას, ძველი პროექტების წარმატებით დასრულებას და პროფესიულ განვითარებას, კოლეგებს შორის ავტორიტეტის მოპოვებას და გავლენის სფეროების გაფართოვებას. მთავარია, ენდოთ ინტუიციას, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ სწორად მოქმედებასა და მართებული გადაწყვეტილების მიღებაში. კარგი პერიოდია თანამოაზრეების და გავლენიანი მფარველების მოსაძიებლად, ახალი გეგმების შესამუშავებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასარკვევად და უთანხმოების მოსაგვარებლად. არაა გამორიცხული თავით გადაეშვათ ახალ რომანტიკულ თავგადასავალში, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.

მშვილდოსანი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. უმჯობესია დროებით დაისვენოთ სამსახურეობრივი მოვალეობებისგან და მეტი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებს, ყოფითი პრობლემების მოგვარებას. არაა გამორიცხული წამოიწყოთ მსხვილი სარემონტო სამუშაოები ან სწორედ ახლა გადაჭრათ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ძველი უთანხმოება. მთავარია, იმოქმედოთ ფრთხილად და გააზრებულად, არ ღირს გარისკვა, საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება და იმ დაპირებების გაცემა, რომელთა შესრულებას ვერ შეძლებთ.

თხის რქა – ჰარმონიული, მეტად წარმატებული კვირაა. გაძლირებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. თამამად შეგიძლიათ გააქტიურდეთ, ახლებურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები და გამოიყენოთ ყველა ის შანსი, რაც კარიერულ წინსვლასა და წარმატებაში დაგეხმარებათ. განსაკუთრებით მათ გაუმართლებთ, ვინც პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობითაა დაკავებული. მთავარია, იმოქმედოთ გააზრებულად, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და არ გადაუხვიოთ ერთხელ დასახულ გეგმას. კარგი პერიოდია ახლობლებლებისთვის საკუთარი გულისტკივილის, დარდის გასაზიარებლად და მხარდაჭერის მისაღებად, კოლეგებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და საქმიან პარტნიორებთან უთანხმოების მოსაგვარებლად.

მერწყული – პოზიტიური, საკმაოდ ნაყოფიერი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ ძველი იდეების რეალიზაციას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად, უძრავი ქონების შესაძენად ან ბინის დიზაინის შეცვლით მეტი კომფორტის და მყუდროების შესაქმნელად, მზის და მარსის, მერკურისა და ნეპტუნის ჰარმონიული ურთიერთობა კი, პოზიტიურად აისახება თქვენს შრომისუნარიანობასა და შემოქმდებით პოტენციალზე, ხელს შეგიწყობთ ორიგინალური იდეების ჩამოყალიბებასა და ძველი პროექტების ახლებურად განხორციელებაში. სიამოვნებით დაეხმარებით გარშემომყოფებს, რაც ერთი-ორად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს და გააუმჯობესებს რეპუტაციას. არაა გამორიცხული სწორედ ახლა დაიბრუნოთ ძველი ვალები ან მოულოდნელად აგინაზღაურდეთ დიდი ხნის წინ გაწეული სამსახური.

თევზები – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ახლა სწორედ თქვენი დროა. მაქსიმალურად გამოიყენეთ კვირა და არ გაუშვათ ხელიდან წარმატების მიღწევის შანსები. გააქტიურდით, თამამად გამოავლინეთ საკუთარი ნიჭი და უნარი, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალი, გამოიყენეთ არსებული კავშირები, მოიძიეთ ის თანამოაზრეები, ვინც სრულად გაიზიარებს თქვენს შეხედულებებს და დაგეხმარებათ იდეების განხორციელებაში. მზის, მერკურისა და ნეპტუნის, ასევე მარსის და სატურნის ჰარმონიული ურთიერთობა დადებითად აისახება თქენს იმიჯზე, დაგეხმარებათ კოლეგებს შორის ავტორიტეტის მოპოვებასა და პატივისცემის დამსახურებაში. კარგი კვირაა მოგზაურობისა და ახალი ნაცნობების შესაძენად, კარიერული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. იღბლიანი პერიოდი 20 მარტამდე გაგრძელდება, ამიტომ მაქსიმალურად ისარგებლეთ კოსმოსის კეთილგანწყობით და წლის მანძილზე ყველაზე წარმატებული კვირის შესაძლებლობებით.

გეომაგნიტური დღეები – 5, 6, 7 და 9 მარტი.

თეგები
დაწვრილებით

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close