ბიზნესიეკონომიკამსოფლიოპოლიტიკა
სასწრაფოდ

გადამხდელთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი – ვვარაუდობ, რომ ბევრი ქართველი ბიზნესმენი კაპიტალის გატანას ქვეყნის გარეთ დაიწყებს

„ვვარაუდობ, რომ ბევრი ქართველი ბიზნესმენი კაპიტალის გატანას ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაიწყებს“, – ამის შესახებ გადასახადის გადამხდელთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა გიგლა მიქაუტაძემ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ საქმის გამოძიება დროულად არ მოხდა, არცერთი ინვესტორი ქვეყანაში ფულის ჩადებას არ მოისურვებს.

„თუ პროცესები სწრაფად არ დასრულდება და ყველაფერი არ გაირკვევა, ქვეყანაში ფულის ჩადებას არავინ მოისურვებს.

მე ვვარაუდობ იმასაც, რომ ბევრი ქართველი ბიზნესმენი კაპიტალის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანას დაიწყებს. იმიტომ, რომ დამერწმუნეთ, ძალიან ბევრ მათგანს შესაძლოა, წარსულში პრობლემები ჰქონოდა და ყველას შიში ექნება“,- განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

თეგები
დაწვრილებით

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close