სპორტი
სასწრაფოდ

საქართველოს ნაკრებმა ბელგიას 8 ლელო დაუდო და 46:6 დაამარცხა [VIDEO]

2 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ბელგიას 46:6 მოუგო.
ბელგიის ნაკრებს სახლში უკანასკნელი სამი შეხვედრა მოგებული ჰქონდა და წარმატებული სერიის გაგრძელებას გეგმავდა, “ბორჯღალოსანთა” თავკაცმა მილტონ ჰეიგმა კი ბრძანა, რომ ისევე უნდა ეთამაშათ, როგორც ინგლისში ივარჯიშეს და არამარტო უნდა მოეგოთ, არამედ ეს ლამაზი თამაშით მოეხერხებინათ.
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში აშკარად დაჯაბნა მეტოქე, ოთხი ლელოც დადეს (გოგიჩაშვილმა, ნემსაძემ, ცუცქირიძემ და მოდებაძემ), მათიაშვილმა კი ოთხიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა. მასპინძლებმა ერთი საჯარიმო გაიტანეს და პირველი ტაიმი 3:22დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ბელგიელებმა საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა ოდნავ შეამცირეს, რასაც ძნელაძის,  ცუცქირიძის, აფრასიძის და თხილაიშვილის ლელოები და აფრასიძის ოთხიდან ორი გამოყენებული გარდასახვა მოჰყვა.
“ბორჯღალოსნებმა” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს 46:6.
საქართველოს ნაკრები შემდეგ ტურში, 10 მარტს ქუთაისში გერმანიას უმასპინძლებს.

თეგები
დაწვრილებით

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close