მსოფლიოპოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ანატოლი გრიცენკომ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობას დაუბრუნებს

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ანატოლი გრიცენკომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილსუკრაინის მოქალაქეობას დაუბრუნებს.

„თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას მოისურვევბს, მე აღვუდგენ მას მოქალაქეობას. მივიჩნევ, რომ მას უხეშად, არაკანონიერად მოექცნენ. სახელმწიფო ასე იოლად არ უნდა გასცემდეს და არ უნდა ართმევდეს პასპორტს“, – განაცხადა ანატოლი გრიცენკომ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს.

ანატოლი გრიცენკო ამჟამად უკრაინის პარლამენტის წევრია. 2005-2007 წლებში ის უკრაინის თავდაცვის მინისტრი იყო.

თეგები
დაწვრილებით

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close