საზოგადოებასამართალი

საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქის სარჩელს განიხილავს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია „საქართველოს მოქალაქის გიორგი ცერცვაძის სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ არსებითად განიხილავს. დავის საგანია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილისის “ა” ქვეპუნქტის სიტყვები.

სადავო ნორმა განსაზღვრავს მთავარი პროკურორის უფლებამოსილებას, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს.

მოსარჩელის განმარტებით, წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა გულისხმობს არა მხოლოდ სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას, არ შელახოს ადამიანის ეს უფლება, არამედ აგრეთვე მის პოზიტიურ ვალდებულებას, უფლების ხელყოფის შემთხვევაში ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება. მოსარჩელის აზრით, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია საგამოძიებო ორგანოს პრაქტიკული, იერარქიული და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმაზე დაყრდნობით მთავარი პროკურორი უფლებამოსილია, საგამოძიებო ორგანოს გამოსაძიებლად გადასცეს ის სისხლის სამართლის საქმე, სადაც ამავე ორგანოს თანამშრომლის მიერ წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ არსებობს საფუძვლიანი საჩივარი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეგულირება ვერ ქმნის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისთვის საჭირო პირობებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვას.

თეგები
დაწვრილებით

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close