მსოფლიოსამხედრო

პაკისტანის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, ინდოეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

პაკისტანის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, ქაშმირის სადავო რეგიონში საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ინდოეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

„პაკისტანის საჰაერო ძალების დარტყმების საპასუხოდ, დღეს დილით, ინდოეთის საჰაერო ძალებმა დაარღვიეს კონტროლის ხაზი. პაკისტანის საჰაერო ძალებმა ინდოეთის საჰაერო ძალების ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომლებმაც პაკისტანის საჰაერო სივრცე დაარღვიეს“, – განაცხადა პაკისტანის შეიარაღებული ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა ასიფ ღაფურმა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პილოტი ტყვედ არის აყვანილი.

ამ ეტაპზე ინციდენტთან დაკავშირებული სხვა დეტალები უცნობია.

თეგები
დაწვრილებით

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close