პოლიტიკასაზოგადოება
სასწრაფოდ

“უარს ეუბნებით სტალინს მის ქართულ ფესვებზე?” – რა უთხრა ფრანგ ჟურნალისტს სალომე ზურაბიშვილმა სტალინისა და ებრაელების შესახებ

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ ტო­ლე­რან­ტო­ბას, სა­ხე­ლი სტა­ლი­ნი რა­მეს გე­უბ­ნე­ბათ? – ამ შე­კი­თხვით რა­დი­ო­სად­გურ RTL-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­და­ცე­მა­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მას შემ­დეგ მი­მარ­თა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ქარ­თუ­ლი ტო­ლე­რან­ტო­ბის ტრა­დი­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა.

შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი­სას სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სტა­ლი­ნი „საბ­ჭო­თა ხელ­მძღვა­ნე­ლი“ იყო, რა­საც ჟურ­ნა­ლის­ტის სა­პა­სუ­ხო შე­კი­თხვა მოჰ­ყვა, ნიშ­ნავ­და თუ არა ეს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სტა­ლინს უარს ეუბ­ნე­ბო­და მის ქარ­თულ ფეს­ვებ­ზე.

„დიახ, მისი საქ­ცი­ე­ლის გამო. ის თვი­თო­ნაც მი­იჩ­ნევ­და ასე. იცით, რომ ის უარს ამ­ბობ­და ქარ­თუ­ლად ესა­უბ­რა. ცუ­დად სა­უბ­რობ­და რუ­სუ­ლად, ძლი­ე­რი აქ­ცენ­ტით. რაც შე­იძ­ლე­ბა იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. თავს იმ­პე­რი­ა­ლის­ტურ ხელ­მძღვა­ნე­ლად მი­იჩ­ნევ­და“, – გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თუ­ლი ტო­ლე­რან­ტო­ბის ტრა­დი­ცი­ის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას, რა­საც გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნის მხრი­დან სტა­ლი­ნის შე­სა­ხებ შე­კი­თხვა მოჰ­ყვა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ ერთ-ერთი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია ევ­რო­პას შეს­ძი­ნოს, ტო­ლე­რან­ტო­ბის ტრა­დი­ცი­აა.

„ყვე­ლა გა­მო­კი­თხვა აჩ­ვე­ნებს, რომ ქარ­თვე­ლე­ბის სურ­ვი­ლი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ან­დნენ, უც­ვლე­ლია. ეს სურ­ვი­ლი ბუ­ნებ­რი­ვია. ქარ­თვე­ლე­ბი თავს ევ­რო­პე­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. კულ­ტუ­რა, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ერთი გვაქვს. ქარ­თვე­ლე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი ოჯა­ხი ევ­რო­პაა. ჩვენ სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გვაქვს. მინ­და ასე­ვე ვი­სა­უბ­რო იმა­ზე, თუ რა შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს შეს­ძი­ნოს ევ­რო­პას. ეს ტო­ლე­რან­ტო­ბის ტრა­დი­ცი­აა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ პირ­ვე­ლი ებ­რა­უ­ლი დი­ას­პო­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში 26 სა­უ­კუ­ნის წინ ჩა­მო­ვი­და და მათ წი­ნა­აღ­მდეგ ერთ ინ­ცი­დენ­ტსაც არ ჰქო­ნია ად­გი­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში“, – აღ­ნიშ­ნა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

თეგები
დაწვრილებით

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close