პოლიტიკა

ირმა ინაშვილი – მეჩვენება, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან ჰგავს იმ ორკესტრს, სადაც ყველა ინსტრუმენტი ცალ-ცალკე უკრავს და ერთი ჰარმონია არ არის

მეჩვენება, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან ჰგავს იმ ორკესტრს, სადაც ყველა ინსტრუმენტი ცალ-ცალკე უკრავს და ერთი ჰარმონია არ არის, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მოხსენებისა და კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ სამინისტროებს სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით ერთიანი სტრატეგია არ აქვთ. „მთავარი, რა განცდაც დამრჩა თქვენი მოხსენების შემდეგ და ვიცე-პრემიერიც ბრძანდებით, შესაბამისად, მხოლოდ ამ ერთი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებსაც გავცდები – მე მეჩვენება, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან ჰგავს იმ ორკესტრს, სადაც ყველა ინსტრუმენტი ცალ-ცალკე უკრავს და ერთი ჰარმონია არ არის. მე მეჩვენება და მრჩება განცდა, რომ არ არის ქვეყნის სახელმწიფოებრივ-ეკონომიკური განვითარების ერთი კონკრეტული სტრატეგია, რომელსაც ყველა სამინისტრო მიჰყვება. მეჩვენება, რომ ყველა სამინისტროს აქვს მისი ინდივიდუალური, ვიწრო პროგრამა და ვიწრო კონცეფცია და ამ სამინისტროების პროგრამები ერთმანეთთან კავშირში არ არიან“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

თეგები
დაწვრილებით

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close