სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს დაუპირისპირდება!

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2019 წლის 19 ნოემბერს ამხანაგურ მატჩში ხორვატიას დაუპირისპირდება. აღნიშნული ინფორმაცია ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

ჩვენი გუნდი შეხვედრას სტუმრად გამართავს.

მატჩი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ გაიმართება.

ხორვატია მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონია, 2018 წელს გამართულ მუნდიალის ფინალში ჩვენი მომავალი მეტოქე საფრანგეთთან 2:4 დამარცხდა.

აქამდე ჩვენი გუნდები ერთმანეთს ისტორიაში ორჯერ შეხვდნენ. 2011 წლის 26 მარტს ლევან კობიაშვილის გოლით საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, 3 ივნისს კი მასპინძელმა ხორვატიამ ანგარიშით 2:1 მოიგო.

თეგები
დაწვრილებით

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close