სპორტი
სასწრაფოდ

რუმინეთის დამარცხების შემდეგ “ბორჯღალოსნები” რეიტინგში დაწინაურდნენ

მსოფლიოს რაგბის საიტმა ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა და “ბორჯღალოსნები”, რომლებმაც სტუმრად რუმინეთი 18:9 დაამარცხეს, ერთი ადგილით დაწინაურდნენ.
პირველ ათეულში ცვლილებები არ მომხდარა, სამაგიეროდ მოხდა მეორე ათეულში: ახლა ჩვენს ნაკრებს 73.93 ქულა აქვს, აშშ-ს გადაასწრო და მე-12 ადგილზეა.
“ბორჯღალოსნების” საუკეთესო შედეგი მე-11 პოზიციაა, რომელიც ამჟამად იაპონიას უკავია. ამომავალი მზის ქვეყნელები ჩვენს გუნდს 1.31 ქულით უსწრებენ.
რუსეთის ძლევის შემდეგ მე-20 პოზიციაზე ესპანეთი დამკვიდრდა.
რაც შეეხება მესამე ათეულს, ბელგიამ გერმანიას სძლია და 23-ე ადგილზეა, ხოლო ბრაზილიამ კანადას მოუგო და 26-ე ადგილზე გადავიდა, რაც ამგუნდის რეკორდია.
1. ახალი ზელანდია 92.54

2. ირლანდია             89.92

3. ინგლისი                88.02

4. უელსი                    87.55

5. სამხრეთ აფრიკა  84.58

6. ავსტრალია          82.40

7. შოტლანდია        81.30

8. ფიჯი                     77.95

9. არგენტინა           77.05

10. საფრანგეთი      77.02
11. იაპონია             75.24

12. საქართველო    73.93

13. აშშ                     73.66

14. ტონგა                73.02

15. იტალია             72.75

16. სამოა                68.78

17. ურუგვაი            67.13

18. რუმინეთი         64.95

19. რუსეთი             64.21

20. ესპანეთი          63. 23

თეგები
დაწვრილებით

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close