საზოგადოება
სასწრაფოდ

ორი ქვეყანა შენგენის ზონაში, სადაც გასულ წელს საქართველოს ყველა მოქალაქე უპრობლემოდ შევიდა

გასულ წელს საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის სტატისტიკაშია ასახული.

კერძოდ, წინა წელს გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა გასვლების რაოდენობა 83 068 იყო. მას მოსდევს იტალია, სადაც 55 047 გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი – 41 573 გასვლით საბერძნეთია.

რაც შეეხება ქვეყნების ტოპ-სამეულს, სადაც საქართველოდან ყველაზე იშვიათად მიემგზავრებოდნენ ასე გამოიყურება: ისლანდია – 83 გამგზავრება; სლოვენია – 229 და ლუქსემბურგი – 338 გამგზავრება.

სტატისტიკა ჯამში, 29 ქვეყანას მოიცავს და ის ქვეყნებიც არის ნაჩვენები, სადაც საქართველოს მოქალაქეები უპრობლემოდ შევიდნენ და არცერთ მოქალაქეს არ ეთქვა უარი საზღვრის გადაკვეთაზე. აღსანიშნავია, რომ 29 ქვეყნიდან საზღვრის კვეთაზე უარი მხოლოდ ორი ქვეყნის შემთხვევაში არ დაფიქსირებულა. ეს ქვეყნებია: ლუქსემბურგი და სლოვაკეთი.

თეგები
დაწვრილებით

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close