მოდა
სასწრაფოდ

ადრიანა ლიმა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე დავით კომახიძის კაბით გამოჩნდა

იანვრის ბოლოს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცნობილი სუპერმოდელი – ადრიანა ლიმა საყვარელ მამაკაცს – მეტინ ჰარას დაშორდა, რომელიც მწერალი გახლდათ. მიუხედავად პირად ცხოვრებაში არსებული რთული პერიოდისა, ლიმა ცდილობს ცხოვრების ჩვეულ რიტმს არ უღალატოს და მოდის ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებსაც აუწყოს ფეხი. 10 თებერვალს ის ნიუ-იორკში მიმდინარე მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე გამოჩნდა და თვალისმომჭრელი კაბით კიდევ უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდა.

სამოსი, რომელიც 37 წლის მოდელმა მოირგო, ქართველი დიზაინერის – დავით კომახიძის გახლავთ, რომლის  KOMA-ს სახელით ცნობილი ბრენდი, უკვე მთელს მსოფლიოშია ცნობილი. ეს კონკრეტული კაბა კი, რომელიც ლიმამ მოირგო, ბრენდის უახლესი კოლექციიდან გახლავთ.

მოდური საღამო, რომლისთვისაც ადრიანა განსაკუთრებულად გამოეწყო, ცნობილი ბრენდის Maybelline_ის მიერ იყო ორგანიზებული, ლიმა მათთან უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს.

შეგახსენებთ, რომ ლიმამ აღნიშნული ბრენდისა და Puma-ს ერთობლივი კოლექციის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა, რომლის პრეზენტაციაც სწორედ რამდენიმე საათის წინ გაიმართა და ლიმამ  კიდევ ერთი გლამურული ლუქით დაგვამახსოვრა თავი.


მოდელი მზადების ამსახველ კადრებს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საღამოს წინ გვიზიარებს და ამ ტრადიციას მან ამჯერადაც არ უღალატა, შესაბამისად, უახლესი მაკიაჟის ახლოდან ნახვის საშუალებაც მოგვცა.

აღსანიშნავია, რომ ადრიანასთან ერთად, ღონისძიებას კიდევ ერთი ცნობილი მოდელი – ჯიჯი ჰადიდიც ესწრებოდა, რომელმაც ამჯერად საკმაოდ მკვეთრი ფერის სამოსზე შეაჩერა არჩევანი.

თეგები
დაწვრილებით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close