სპორტი
სასწრაფოდ

ლაშა ტალახაძე 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი გახდა!

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტულს მეორედ დაეუფლა!

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული წოდება მას 2017 წელსაც ერგო.

ძალოსნობის საერთაშორისო ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ლაშა ტალახაძემ 17 800 ხმა მოაგროვა.

ქალთა შორის საუკეთესოდ 13 000 ხმით კვლავ ესპანელი ლიდია ვალენტინი დასახელდა.

გამოკითხვაში 30 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. 

ვაჟებს შორის მეორე ადგილზე ირანელი სოჰრაბ მორადი გავიდა, მესამე პოზიცია კი ინდონეზიელმა ეკო იული ირავანიმ დაიკავა.

თეგები
დაწვრილებით

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close