სპორტი

ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემი მესამედ მოიგო!

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული მესამედ გახდა.
ლიპარტელიანმა ფინალში იაპონელი აარონ ვულფი ვაზარით დაამარცხა და მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე მარცხისთვის რევანში აიღო.
მან ფინალამდე ტაილანდელი ვეი პუიანგი, ბულგარელი დანიელ დიჩევი, ფრანგი ალექსანდრე იდირი და სამხრეთკორეელი გუამ ჩო დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 4 მედალი მოიპოვა: ოქრო ლიპარტელიანმა, ვერცხლი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), ხოლო ბრინჯაოები კი თემურ ნოზაძემ (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) .

თეგები
დაწვრილებით

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close