ტექნოლოგია
სასწრაფოდ

ჩინური კომპანია დედამიწის მოსახლეობას უფასო ინტერნეტს დაპირდა

  • კომპანია LinkSure Network  დედამიწის მოსახლეობისათვის უფასო ინტერნეტის პროგრამაზე მუშაობს
  • ჩინური კომპანია გლობალური ინტერნეტის პროექტის ფარგლებში ორბიტაზე 272 თანამგზავრს გაუშვებს

დიდი კომპანიები, როგორიცაა Space X, Facebook, Google, ხშირად აცხადებენ, რომ მუშაობენ გლობალური ინტერნეტის შექმნის პროექტზე, რომელიც ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ინტერნეტთან წვდომის საშუალება მისცემს. ასეთივე ამბიციური განცხადება სულ ცოტა ხნის წინ ჩინური კომპანია LinkSure Network-ის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. ჩინელები ირწმუნებიან, რომ 2026 წელს დედამიწის მოსახლეობისათვის თანამგზავრულ ინტერნეტს შექმნიან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინტერნეტი უფასო იქნება. კომპანიაში ამბობენ, რომ მათი მიზანია ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს უფასო ინტერნეტის გამოყენება. LinkSure Network-ის აღმასრულებელი დირექტორი ვან ცზინი აცხადებს, რომ

დედამიწის არაერთ რეგიონში ინტერნეტის გამოყენება ჯერ კიდევ შეუძლებელია. ამას დაუმატეთ რთული ლანდშაფტი, ტროპიკული ტყეები, უდაბნოები და ოკეანეები, სადაც ინტერნეტის ინფრასტრუქტურის შექმნა უბრალოდ შეუძლებელია. ამიტომაც გაგვიჩნდა იდეა, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ. ჩვენი კომპანია პროექტში 590 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.ინტერნეტი უფასო იქნება, ჩვენ კი მოგებას პარტნიორებთან შეთანხმებით და უნიკალური პროგრამების დანერგვით მივიღებთ.

LinkSure  დედამიწის ორბიტაზე 272 თანამგზავრის გაშვებას აპირებს.ორბიტაზე პირველ თანამგზავრს კომპანია 2019 წელს  ცზუცუანის კოსმოდრომიდან გაუშვებს. 2020 წელს კიდევ 20 თანამგზავრის გაშვება იგეგმება.

გაეროს 2017 წლის მონაცემებით, 3 მილიარდ 900 მილიონ ადამიანს პლანეტაზე ჯერ კიდევ არ აქვს ინტერნეტთან წვდომა. LinkSure-ს პირველი თანამგზავრები ძირითადად სწორედ იმ რეგიონებს მოემსახურება, სადაც  “მსოფლიო ქსელი” განვითარებული არ არის.

თეგები
დაწვრილებით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close