საზოგადოება
სასწრაფოდ

სინამდვილეში ვინ იყო სტალინი?

სტალინმა პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე 1921 წლის ივნისში განაცხადა:

– “საქართველო საჭიროებს დაუთოებას ცხელი უთოთი.”

თბილისიდან მოსკოვში ჩასული სტალინი ოფიციალურად აცხადებს:

– “სანამ საქართველო არსებობს, სოციალიზმი სასიკვდილო საფრთხეშია.”

“ქართველები მებრძოლი შოვინისტები არიან – ისინი საშინლად ავიწროვებენ სხვებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს, აფხაზებს, აჭარლებს, ოსებს.”

“ქართველები არა ეროვნება, არამედ კონგლომერატია.”

“საქართველოს არ შეუძლია რუსეთის გარეშე არსებობა.”


სტალინმა გამარჯვების აღსანიშნავ წვეულებაზე მარშალ პაველ რიბანკოს კითხვაზე იყო თუ არა ქართველი, უპასუხა:

– “მე არ ვარ ქართველი, მე ვარ რუსი, ქართული წარმოშობის.”

სტალინი ორჯონიკიძეს:

– “ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება გასწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა საჭირო შეიქნას სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია.”

საქართველოს ტერიტორია 1918-21 წლებში მოიცავდა 107, 6 ათას კვადრატულ კილომეტრს. ბოლშევიკების ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა მიისაკუთრა საქართველოს 4, 400 კვადრატული კილომეტრი. ტუაფსეს აქეთ მდებარე სოჭის ოლქი და აფხაზეთის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი – პილენკოვო (ახლადელი განთიადი).

საკუთარი ერის სიძულვილით დაავადებულმა სტალინმა და ორჯონიკიძემ, აზერბაიჯანს უფეშქაშეს საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის 6000 კვადრატული კილომეტრი – ზაქათალას ოლქი, გარეჯის ველი, ყარაიაზის სექტორი, ელდარი (92, 600 მცხოვრებით).

თურქეთს სამუდამო მფლობელობაში გადასცეს 23, 000 საქართველოს ტერიტორიის 23, 000 კვადრატული კილომეტრი (ისტორიული ტაო-კლარჯეთი) 200 ათასამდე მცხოვრებით.

სომხეთს კი 4600 კვადრატული კილომეტრი საქართველოს მიწა – ლორე-ალავერდის მხარე (38, 000 მცხოვრებით).

საბოლოო ჯამში 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, ბოლშევიკების “წყალობით” საქართველომ დაკარგა: ტაო-კლარჯეთი, სპერი, შავშეთი, ერუშეთი, არტაანი, ატოცი, ჭანეთი, ტაშირი, ბამბაკი, ჩრდილი, ჰერეთი, დვალეთი.

ამას ემატება სტალინის მიერ შექმნილი 2 ავტონომია საქართველოს ტერიტორიაზე – აფხაზეთი და ხელოვნური ტერმინი “სამხრეთ ოსეთი”. 8600 კვადრატული კილომეტრი და 3885 კვადრატული კილომეტრი.

საერთო ჯამში 40, 585 კვადრატული კილომეტრი. საქართველოს ეს დაკარგული ტერიტორიები, რომელიც სტალინმა და სხვა ბოლშევიკებმა გაგვისხვისეს, უსწრებს ან უტოლდება ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოების ფართობს, როგორიცაა ბელგია (30, 528 კვ. კმ), შვეიცარია (41, 285 კვ. კმ) ან ნიდერლანდების (41, 528 კვ.კმ) ტერიტორიებს.

როდესაც სტალინს უთხრეს ლევან რაზიკაშვილზე, რომ ვაჟა-ფშაველას შვილია, ნუ დახვრეტთო, ორჯონიკიძემ ასე უხასუხა:

– ვაჟა-ფშაველას შვილი კი არა, თვით ვაჟასაც დავხვრეტდით ცოცხალი რომ იყოსო.

იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, იგივე სტალინი საბჭოთა კავშირის ბელადი გახლდათ 1924 წლიდან (ლენინის სიკვდილის შემდეგ) 1953 წლამდე და ამ პერიოდში მან მოაწყო ჰოლოდომორი უკრაინაში, როდესაც შიმშილით გაანადგურა 7 მილიონზე მეტი უკრაინელი (რომ ჩაეხშო უკრაინელი პატრიოტული ფენის ნაციონალისტური განწყობები). დაახლოებით 30-წლიანი მმართველობის პერიოდში, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით განხორციელებულ გადასახლებებში, რეპრესიებში, დახვრეტებში, გულაგებში მან მოკლა 23 მილიონ ადამიანზე მეტი (ჰოლოდომორის ჩათვლით).

თეგები
დაწვრილებით

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close