პოლიტიკაშემთხვევა

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდება, შეხვედრის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდება, შეხვედრის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა.

ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება აგენტ პროვოკატორების მიერ დაიგეგმა, რომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა შეხვედრის ჩაშლის მცდელობას. მათივე ინფორმაციით, აგრესიული ადამიანების ჯგუფი სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობდა.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, პროვოკატორებმა დარბაზში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ხოლო ერთ-ერთი პირი მიხეილ სააკაშვილის მიმართ წყლით სავსე ბოთლის სროლას ცდილობდა.

ლიეჟის კონგრესის სასახლის წინ გაშლილი იყო მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო პლაკატები.

ამავე ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელიც“ ავრცელებს. მათი ცნობით, ემიგრანტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც თვალებში წიწაკის სპრეი შეასხეს.

დაწვრილებით

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close