რეგიონისამხედროშემთხვევა

“რუსული ნომრები თუ აქვს, “გაიც” აღარ აჩერებს. აბა გაბედე და გზის დათმობა სთხოვე, გადაგივლიან” – აფხაზეთში ავარიას რუსი სამხედრო ემსხვერპლა

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში კი­დევ ერთი რუსი კონ­ტრაქ­ტო­რი და­ი­ღუ­პა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, გუ­და­უ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ პრი­მორსკში მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა, რო­მელ­საც რუსი სამ­ხედ­რო მარ­თავ­და, სატ­ვირ­თოს შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც, მძღო­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

360tv.ru რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით აცხა­დებს, რომ 26 წლის რუსი აფხა­ზეთ­ში კონ­ტრაქ­ტით მსა­ხუ­რობ­და. ის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით აღ­ნიშ­ნულ გზა­ზე დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, რა დრო­საც ასე­ვე რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზი­დან გა­მო­სუ­ლი სამ­ხედ­რო “კა­მა­ზი” შე­ნიშ­ნა, თუმ­ცა, მკვეთ­რი მო­სახ­ვე­ვის გამო, შემ­ხვედ­რის­თვის აცი­ლე­ბა ვერ შეძ­ლო და საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა. შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა, რომ ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი მძღო­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ამოყ­ვა­ნა მხო­ლოდ მისი დაჭ­რის შემ­დეგ მო­ხერ­ხდა…

აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე – სატ­ბეი გინ­დია აცხა­დებს, რომ იმ ად­გი­ლას სა­ვა­ლი გზა ვიწ­როა და გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი, თან ნაწ­ვი­მა­რი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, “ლა­დას” მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღოლ­მა მა­ნევ­რი­რე­ბა ვერ შეძ­ლო.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ მუ­სუ­ბუ­ქი მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მელ­საც კრას­ნო­და­რის ნომ­რე­ბი ჰქონ­და, და­ღუ­პულ კონ­ტრაქ­ტორს ეკუთ­ვნო­და, სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი კი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზის კუთ­ვნი­ლე­ბა იყო.

პირ­ვე­ლა­დი ვერ­სი­ით, მძღოლ­მა გზა კარ­გად არ იცო­და, რის გა­მოც საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და სა­პი­რის­პი­რო გზა­ზე მო­მა­ვალ ტრან­სპორ­ტს შე­ე­ჯა­ხა.

აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ აფხა­ზე­თის გზებ­ზე სრუ­ლი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, ასე­ვე რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი და ტუ­რის­ტე­ბი მუდ­მი­ვად არ­ღვე­ვენ მოძ­რა­ო­ბის წე­სებს, ამის შე­დე­გია, ქვე­ი­თე­ბის მა­სობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლი ტრა­სებ­ზე.

“ნე­ტავ რატო არ გვიკ­ვირს?… ფხი­ზე­ლი მძღო­ლი ბო­ლოს რო­დის ვნა­ხე, არც მახ­სოვს. იმ დღეს სო­ხუ­მის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღოლ­მა ლუ­დის ბოთ­ლი გა­მო­ცა­ლა, გვერ­დზე მო­ის­რო­ლა და ამის შემ­დეგ მგზავ­რე­ბით სავ­სე სა­მარშტრუ­ტო და­ქო­ქა. ჩემ­თან ერ­თად ის­ხდნენ ბავ­შვი­ა­ნი ქა­ლე­ბი, მაგ­რამ ჩემს გარ­და, ხმა არა­ვის ამო­უ­ღია… ლუ­დის და­ლე­ვამ­დე უფრო ცუ­დად ვი­ყა­ვიო, მი­თხრა მძღოლ­მა, თუ არ მოგ­წონს, ჩაბ­რძან­დიო და მეც გავ­ჩუმ­დი. ასე რომ, სულ არ მიკ­ვირს, რუსი სამ­ხედ­რო ნას­ვა­მი თუ იქ­ნე­ბო­და”, – წერს სო­ხუ­მე­ლი ილო­ნა ხვარცკია.

“რუ­სუ­ლი ნომ­რე­ბი თუ გაქვს, “გაიც” აღარ აჩე­რებს. და­აწ­ვე­ბი­ან და აბა გა­ბე­დე და ფა­რე­ბი აუნ­თე ან გა­ტა­რე­ბა ან გზის დათ­მო­ბა სთხო­ვე, – გა­და­გივ­ლი­ან და, რა თქმა უნდა, შენ იქ­ნე­ბი მტყუ­ა­ნი, რად­გან ის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მე­ზე მი­დის და შენ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ა­ტა­რო”, – წერს ბესო გუ­ნია.

“არც წი­თე­ლი აინ­ტე­რე­სებთ, არც ღერ­ძუ­ლა, არც ქვე­ით­თა ზებ­რა გა­და­სას­ვლე­ლი. იმ დღეს ბავ­შვი­ან ქალს ლა­მის გა­და­უ­ა­რეს. კი­დევ კარ­გი, ქა­ლაქ­ში ხში­რად არ უწევთ მოძ­რა­ო­ბა. თით­ქოს ჩვე­ნი მკვლე­ლი მძღო­ლე­ბი არ გვყოფ­ნი­დეს… წე­ლი­წად­ში 500-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი არა­ნაკ­ლე­ბად არ­ღვე­ვენ კა­ნონს. ამას წი­ნათ, არც კი მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა საგ­ზაო მი­ლი­ცი­ის მი­ნიშ­ნე­ბას – გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა… არ მი­ხა­რია, მაგ­რამ რუ­სეთ­მაც უნდა შეგ­ვი­წყოს ხელი წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა­ში, ხომ ხე­დავს, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ აგ­ვა­რებს საქ­მეს”, – მი­აჩ­ნია ილო­ნა გაგ­რინ­სკის.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, გზებ­ზე სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს ქმნი­ან მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი და მათი ტა­რე­ბის უცო­დი­ნა­რი მძღო­ლე­ბი. მა­თი­ვე თქმით, მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ფა­სუ­რად ყვე­ლას შე­უძ­ლია. ისი­ნი კი, პო­ტენ­ცი­უ­რი მკვლე­ლე­ბი არი­ან.

თეგები
დაწვრილებით

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close