ჯანმრთელობა
სასწრაფოდ

ადამიანს შეუძლია სხეული წამლის გარეშე განიკურნოს ავადმყოფობისგან – ამერიკელმა გენეტიკოსმა მედიცინა თავდაყირა დააყენა

ამე­რი­კე­ლი გე­ნე­ტი­კო­სი ბრი­უს ლიპ­ტო­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნის და აზ­რე­ბის ძა­ლით ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ავად­მყო­ფო­ბის­გან გან­კურ­ნე­ბა. ამა­ში არა­ფე­რია მის­ტი­კუ­რი. ლიპ­ტო­ნის გა­მოკ­ვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ადა­მი­ან­ზე ფსი­ქი­კურ ზე­მოქ­მე­დე­ბას შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს მისი ორ­გა­ნიზ­მის გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი.

ბრი­უს ლიპ­ტო­ნო მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლიზ­დე­ბო­და გე­ნურ ინ­ჟი­ნე­რი­ა­ში, წარ­მა­ტე­ბით და­იც­ვა სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია, გახ­და მთე­ლი რიგი კვლე­ვე­ბის ავ­ტო­რი, რომ­ლებ­მაც ძალ­ზე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა და ავ­ტო­რი­ტე­ტი მო­უ­ტა­ნა აკა­დე­მი­ურ წრე­ებ­ში.

ლიპ­ტო­ნის თქმით, სხვა გე­ნე­ტი­კო­სე­ბის და ბი­ო­ქი­მი­კო­სე­ბის მსგავ­სად მა­საც სწამ­და, რომ ადა­მი­ა­ნი არის ერ­თგვა­რი ბი­ო­რო­ბო­ტი, რომ­ლის ცხოვ­რე­ბაც წა­რი­მარ­თე­ბა მის­სა­ვე გე­ნებ­ში ჩა­წე­რი­ლი პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით. გე­ნე­ბი ამ თვალ­საზ­რი­სის მი­ხედ­ვით წყვე­ტენ ყვე­ლა­ფერს: ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს, მის ტემ­პე­რა­მენტს და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, მიდ­რე­კი­ლე­ბებს ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სად­მი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში მის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­სა და სი­ცოხ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა­საც კი. არა­ვის შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს თა­ვი­სი გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი და შე­სა­ბა­მი­სად არა­ფე­რი დაგ­ვრჩე­ნია გარ­და იმი­სა, რომ შე­ვე­გუ­ოთ იმას, რაც ბუ­ნე­ბით უკვე წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლია…

შე­მობ­რუ­ნე­ბის წერ­ტი­ლად დოქ­ტორ ლიპ­ტო­ნის ცხოვ­რე­ბა­ში იქცა მის მიერ 1980-იანი წლე­ბის ბო­ლოს უჯრე­დუ­ლი მემ­ბრა­ნის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი. მა­ნამ­დე მეც­ნი­ე­რე­ბა­ში მი­იჩ­ნე­ო­და, რომ სწო­რედ უჯრე­დის ბირ­თვში მდე­ბა­რე გე­ნე­ბი გან­სა­ზღვრავ­დნენ, რა უნდა გა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო ამ მემ­ბრა­ნა­ში და რა არა. მაგ­რამ ლიპ­ტო­ნის ცდებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ უჯრე­დებ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის გა­რე­გან ზე­მოქ­მე­დე­ბას შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს გე­ნე­ბის ქცე­ვა და უფრო მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს მათი სტრუქ­ტუ­რა.

რჩე­ბო­და მხო­ლოდ იმის გარ­კვე­ვა, შე­იძ­ლე­ბა თუ არა ასე­თი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ფსი­ქი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის დახ­მა­რე­ბით, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ – აზ­რე­ბის ძა­ლით.

“პრინ­ციპ­ში, მე არ მო­მი­ფიქ­რე­ბია არა­ფე­რი ახა­ლი”, – ამ­ბობს დოქ­ტო­რი ლიპ­ტო­ნი, – “ას­წლე­უ­ლე­ბია ცნო­ბი­ლია პლა­ცე­ბოს ეფექ­ტი, როცა ავად­მყოფს სთა­ვა­ზო­ბენ ნე­იტ­რა­ლურ ნივ­თი­ე­რე­ბას, არ­წმუ­ნე­ბენ რა, რომ ეს არის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი წა­მა­ლი და ავად­მყო­ფი იკურ­ნე­ბო­და. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ ამ მოვ­ლე­ნის ჭეშ­მა­რი­ტად მეც­ნი­ე­რუ­ლი ახ­სნა დღემ­დე არ არ­სე­ბობ­და. ჩემი აღ­მო­ჩე­ნა გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას ავ­ხსნათ მეც­ნი­ე­რუ­ლად პლა­ცე­ბოს ეფექ­ტის მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მი: წამ­ლის სამ­კურ­ნა­ლო ძა­ლი­სად­მი რწმე­ნის დახ­მა­რე­ბით ადა­მი­ა­ნი ცვლის მის ორ­გა­ნიზ­მში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, მათ შო­რის მო­ლე­კუ­ლურ დო­ნე­ზე. მას შე­უძ­ლია გა­მორ­თოს ერთი გენი და ჩარ­თოს სხვა და უფრო მე­ტიც – შეც­ვა­ლოს სა­კუ­თა­რი გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი.

ამის კვალ­დაკ­ვალ, მე ვფიქ­რობ­დი სას­წა­უ­ლის ძა­ლით გან­კურ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა შემ­თხვე­ვებ­ზე, რომ­ლებ­საც ექი­მე­ბი შეგ­ნე­ბუ­ლად უკე­თებ­დნენ იგ­ნო­რი­რე­ბას. რად­გან თუნ­დაც ასე­თი სას­წა­უ­ლის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვაც კი სა­ჭი­რო­ებს სიღ­რმი­სე­უ­ლად შეს­წავ­ლას, რად­გან თუ ეს გა­მო­უ­ვი­და ერთ ადა­მი­ანს, ესე იგი შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ სხვებ­საც გა­მო­უ­ვი­დეთ”.

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, აკა­დე­მი­უ­რი მეც­ნი­ე­რე­ბა ნე­გა­ტი­უ­რად შეხ­ვდა ლიპ­ტი­ნის ამ მო­საზ­რე­ბებს, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის აგ­რძე­ლებ­და თა­ვის კვლე­ვებს და თან­მიმ­დევ­რუ­ლად ამ­ტკი­ცებ­და, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის გე­ნე­ტი­კურ ორ­გა­ნიზ­მზე ზე­მოქ­მე­დე­ბა, თა­ნაც ყო­ველ­გვა­რი წამ­ლე­ბის გა­რე­შე.

ლიპ­ტო­ნი სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ამ­ტკი­ცებ­და, რომ მსგავ­სი ზე­მოქ­მე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მა­გა­ლი­თად, სპე­ცი­ა­ლუ­რი დი­ე­ტით, ექ­სტრა­სენ­სის დახ­მა­რე­ბით ან გან­სა­ზღვრუ­ლი ფი­ზი­კუ­რი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ლიპ­ტო­ნის ამ მცდე­ლო­ბე­ბის შე­დე­გად, შე­იქ­მნა ახა­ლი მეც­ნი­ე­რუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა “ეპი­გე­ნე­ტი­კა”, რო­მე­ლიც სწავ­ლობს გა­რე­გა­ნი ფაქ­ტო­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბას გე­ნე­ტი­კურ კოდ­ზე.

თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ლიპ­ტო­ნის აზ­რით, არის სწო­რედ აზ­როვ­ნე­ბის ძალა, ის რაც ხდე­ბა ჩვენ­ში და არა ჩვენს გარ­შე­მო.

“არც ამა­შია არა­ფე­რი ახა­ლი, – აცხა­დებს ლიპ­ტო­ნი. – დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია, რომ შე­იძ­ლე­ბა ორ ადა­მი­ანს ჰქონ­დეს ერ­თნა­ი­რი მიდ­რე­კი­ლე­ბა სიმ­სივ­ნის­კენ, მაგ­რამ ერთი ავად გახ­დეს, მე­ო­რე კი არა. რა­ტომ? იმი­ტომ რომ, ისი­ნი ცხოვ­რობ­დნენ სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად: ერთი ხში­რად გა­ნიც­დი­და სტრე­სებს, ვიდ­რე მე­ო­რე; მათ ჰქონ­დათ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა და შეგ­რძნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად გან­სხვა­ვე­ბულ აზ­რთა დი­ნე­ბას წარ­მო­შობ­დნენ. დღეს მე შე­მიძ­ლია და­ვამ­ტკი­ცო, რომ ჩვენ ძალ­გვიძს ვმარ­თოთ ჩვე­ნი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ბუ­ნე­ბა, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია აზ­როვ­ნე­ბის ძა­ლით, რწმე­ნით და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით მო­ვახ­დი­ნოთ ზე­მოქ­მე­დე­ბა ჩვენს გე­ნებ­ზე. უდი­დე­სი გან­სხვა­ვე­ბა ადა­მი­ა­ნი­სა დე­და­მი­წის სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ცო­ცხა­ლი არ­სე­ბე­ბის­გან მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ მას შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს თა­ვი­სი სხე­უ­ლი, თვი­თონ გა­ნი­კურ­ნოს სა­კუ­თა­რი თავი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბე­ბის­გან და უფრო მე­ტიც – გა­ნი­კურ­ნოს მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი ავად­მყო­ფო­ბე­ბის­გან. ჩვენ არ ვართ ვალ­დე­ბუ­ლი გავ­ხდეთ ჩვე­ნი გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დის მსხვერ­პლნი. ირ­წმუ­ნეთ, რომ შე­გიძ­ლი­ათ გა­ნი­კურ­ნოთ და თქვენ გა­ნი­კურ­ნე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი ავად­მყო­ფო­ბის­გან. ირ­წმუ­ნეთ, მა­გა­ლი­თად, რომ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ და­იკ­ლოთ 50 კგ და თქვენ და­იკ­ლებთ”.

ერთი შე­ხედ­ვით, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ად­ვი­ლია, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ერთი შე­ხედ­ვით…

ყვე­ლა­ფე­რი რომ ასე მარ­ტი­ვად იყოს, მა­შინ ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ად­ვი­ლად გა­და­წყვეტ­და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს რა­ღაც მსგავ­სი აფირ­მა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით: “მე მჯე­რა, რომ ჩემს ორ­გა­ნიზმს შე­უძ­ლია თვით­გან­კურ­ნე­ბა” და ა.შ.

მაგ­რამ ასე არ ხდე­ბა და რო­გორც ლიპ­ტო­ნი ხსნის, არც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, თუ ფსი­ქი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა ხდე­ბა მხო­ლოდ ცნო­ბი­ერ­ზე, ანუ თუ ახა­ლი რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბა აღ­წევს მხო­ლოდ ჩვე­ნი ტვი­ნის ცნო­ბი­ერ ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ფსი­ქი­კუ­რი ქცე­ვე­ბის მხო­ლოდ 5%-ს გან­სა­ზღვრავს და არ ეხე­ბა და­ნარ­ჩენ 95%-ს, ანუ ქვეც­ნო­ბი­ერს.

უფრო მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, იმათ­გან, ვინც და­ი­ჯე­რა სა­კუ­თა­რი აზ­როვ­ნე­ბის ძა­ლით თვით­გან­კურ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლებს სჯე­რათ მარ­თლა ამი­სი ქვეც­ნო­ბი­ერ დო­ნე­ზე და სწო­რედ ეს ერ­თე­უ­ლე­ბი აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბას. უმ­რავ­ლე­სო­ბა კი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცნო­ბი­ე­რად სჯე­რა, ქვეც­ნო­ბი­ერ დო­ნე­ზე არ უშ­ვებს ასეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას. კი­დევ უფრო ზუს­ტად რომ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ: ქვეც­ნო­ბი­ე­რი, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ ავ­ტო­მა­ტურ დო­ნე­ზე აკონ­ტრო­ლებს ყვე­ლა პრო­ცესს ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში, უარ­ყოფს ასეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ამა­ვე დროს (ისევ და ისევ ავ­ტო­მა­ტურ დო­ნე­ზე) ის ხელ­მძღვა­ნე­ლობს პრინ­ცი­პით, რომ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მე პო­ზი­ტი­უ­რის მოხ­დე­ნის ალ­ბა­თო­ბა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე მოვ­ლე­ნე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა.

ლიპ­ტო­ნის თა­ნახ­მად, ჩვე­ნი ქვეც­ნო­ბი­ე­რის ასე­თი პროგ­რა­მი­რე­ბა ად­რე­უ­ლი ბავ­შვო­ბი­დან­ვე ხდე­ბო­და, როცა ნე­ბის­მი­ე­რი მოვ­ლე­ნა, ნა­ნა­ხი, გა­გო­ნი­ლი თუ გან­ცდი­ლი აყა­ლი­ბებს ქვეც­ნო­ბი­ერ გა­მოც­დი­ლე­ბას და, შე­სა­ბა­მი­სად, პი­როვ­ნე­ბას. თა­ნაც ჩვე­ნი ფსი­ქი­კა მო­წყო­ბი­ლია ისე, რომ ყვე­ლა­ფე­რი ნე­გა­ტი­უ­რი, რაც ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა, ქვეც­ნო­ბი­ერ­ში უფრო სწრა­ფად და ად­ვი­ლად იკი­დებს ფეს­ვებს, ვიდ­რე მხი­ა­რუ­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი. შე­დე­გად, ადა­მი­ან­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის “ქვეც­ნო­ბი­ე­რის გა­მოც­დი­ლე­ბა” შედ­გე­ბა 70% ნე­გა­ტი­ვის­გან და მხო­ლოდ 30% პო­ზი­ტი­ვის­გან. ამ­გვარდ, იმის­თვის, რომ ნამ­დვი­ლად შევ­ძლოთ თვით­გან­კურ­ნე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­ნი­მუმ ეს პრო­ცენ­ტუ­ლი შე­ფარ­დე­ბა მა­ინც შევ­ცვა­ლოთ სა­პი­რის­პი­როდ. მხო­ლოდ ასე შე­იძ­ლე­ბა ქვეც­ნო­ბი­ე­რის იმ ბა­რი­ე­რე­ბის მოშ­ლა, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლი­ან ჩვე­ნი აზ­როვ­ნე­ბის ძა­ლას გე­ნე­ტი­კურ კოდსა და უჯრე­დულ პრო­ცე­სებ­ში შეღ­წე­ვას.

ლიპ­ტო­ნის აზ­რით, ბევ­რი ექ­სტრა­სენ­სის მუ­შა­ო­ბის მე­თო­დი სწო­რედ ამ ბა­რი­ე­რის მოშ­ლა­ში მდგო­მა­რე­ობს, მაგ­რამ ის მი­იჩ­ნევს, რომ მსგავ­სი ეფექ­ტე­ბის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­გა­ლი­თად ჰიპ­ნო­ზით და ასე­ვე მრა­ვა­ლი სხვა­დას­ხვა მე­თო­დით. უბ­რა­ლოდ ამ მე­თო­დე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ჯერ არ აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ ან/და არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი.

ლიპ­ტო­ნი დღე­საც აგ­რძე­ლებს კვლე­ვებს გე­ნე­ტი­კის სფე­რო­ში და ამა­ვე დროს ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევს სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მებს, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც ცდი­ლობს გა­დოს ერ­თგვა­რი ხიდი ტრა­დი­ცი­ულ და ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მე­დი­ცი­ნას შო­რის. მის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ კონ­გრე­სებ­სა და სე­მი­ნა­რებ­ზე ცნო­ბი­ლი ფსი­ქო­ლო­გე­ბი, ექი­მე­ბი, ბი­ო­ფი­ზი­კო­სე­ბი და ბი­ო­ქი­მი­კო­სე­ბი სხე­დან სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­ხალ­ხო მკურ­ნა­ლებ­თან, ექ­სტრა­სენ­სებ­თან და ისი­ნიც კი, ვინც სა­კუ­თარ თავს მა­გებს და ჯა­დოქ­რებს უწო­დე­ბენ. ეს უკა­ნას­კნელ­ნი, რო­გორც წესი, ახ­დე­ნენ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბას, ხოლო მეც­ნი­ე­რე­ბი კი იქვე აწყო­ბენ გო­ნებ­რივ შტურმს, რომ­ლის დრო­საც ცდი­ლო­ბენ იპო­ვონ მეც­ნი­ე­რუ­ლი ახ­სნა მათ მიერ დე­მონ­სტრი­რე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა. ამა­ვე დროს ისი­ნი იქვე მსჯე­ლო­ბენ ახალ ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ზე, რომ­ლებ­საც შე­ეძ­ლოთ გა­მო­ევ­ლი­ნათ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის და­ფა­რუ­ლი რე­ზერ­ვე­ბი და აეხ­სნათ მათი მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

ეზო­თე­რი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის სწო­რედ ასეთ სიმ­ბი­ოზ­ში ხე­დავს ლიპ­ტო­ნი მე­დი­ცი­ნის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის გზას. ხოლო მარ­თა­ლია ის თუ არა, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს.

თეგები
დაწვრილებით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close